ალექსანდრე ბატონიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ალექსანდრე ბატონიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე ბატონიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ალექსანდრე ბატონიშვილი

ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1770 — გ. 1844, თეირანი), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე. აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ხელმძღვანელობდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას. საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს. როდესაც ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. 1802-1803 წლებში დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის (ერევნის, ნახიჭევნის, განჯის) სახანოებს; შემდეგ კი ირანში წავიდა. რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომის დროს თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.

1812 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაღესტანში გაიქცა და 1818 წლამდე დაჰყო იქ. 1819 წლიდან კლვავ ირანში გაემგზავრა. მონაწილეობდა რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომში. 1832 წელს შეთქმულების მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ მისი მოწვევა საქართველოს მეფედ. სიცოცლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა თეირანში. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შ. ხანთაძე, ქსე, ტ. 1, გვ. 293-294, თბ., 1975