აკა მორჩილაძე
| აკა მორჩილაძე | |
| ფსევდონიმი: |
აკა მორჩილაძე |
|---|---|
| დაბადების თარიღი: | |
| დაბადების ადგილი: | |
| ეროვნება: | |
| საქმიანობა: | |
| პერიოდი : |
1992– |
| თემატიკა: |
ქალაქური |
| მიმდინარეობა: | |
| Magnum opus: |
"სანტა ესპერანსა" (2004) |
| ჟანრი: | |
| დებიუტი: |
"გასეირნება ყარაბაღში", 1992 |
|
გავლენა მოახდინეს
|
|
აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი - გიორგი ახვლედიანი) (დ. 10 ნოემბერი, 1966) – ქართველი მწერალი და ისტორიკოსი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს - "ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა,დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა.ამიტომ,მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი.ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს,რომ აღიარო,წერა მსიამოვნებს და ვწერ,ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო."
მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "გაქრები მადათოვზე" (1998), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).
2003 და 2005 წლებში მიღებული აქვს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო "საბა". 2010 წელს, მორჩილაძის რომანმა "მამლუქი" მიიღო ილიას უნივერსიტეტის მიერ ახლად დაწესებული პრემია - "წლის საუკეთესო რომანი".
[რედაქტირება] გამოცემები
- მოგზაურობა ყარაბაღში. თბილისი, სულაკაური, 1992
- გადაფრენა მადათოვზე და უკან. თბილისი, სულაკაური, 1998, ISBN 99928-52-09-7
- ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. თბილისი, სულაკაური, 1995,
- გაქრები მადათოვზე. თბილისი, სულაკაური, 2001, ISBN 99928-52-57-7
- სხვა. თბილისი, სულაკაური, 2002
- ძირს სიმინდის რესპუბლიკა. თბილისი, სულაკაური, 2003
- წიგნი. თბილისი, სულაკაური, 2003
- აგვისტოს პასიანსი: სანთლის შუქზე საკითხავი ბულვარული რომანი. თბილისი, სულაკაური, 2001, ISBN 99928-52-56-9
- მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი თბილისი. თბილისი სულაკაური, 2005
- ვენერას სიზმარი. თბილისი, სულაკაური, 2005
- ქაღალდის ტყვია. თბილისი, სულაკაური, 2006
- მეიდ ინ ტიფლის (Maid in Tiflis). თბილისი, სულაკაური, 2007
- ძველი გულებისა და ხმლისა. თბილისი, სულაკაური, 2007
- მესაიდუმლის ქამარი. თბილისი, სულაკაური, 2009
- სანტა ესპერანსა. თბილისი, სულაკაური, 2004
- კაგდატა ინ ჯორჯია. თბილისი, საგა, 2008
- მამლუქი. თბილისი, სულაკაური, 2009
- შენი თავგადასავალი
- უდაბნოს გლახები
- მადათოვი. თბილისი, 2010
- შობა ღამის ალქაჯები, თბილისი, სულაკაური, 2011
- obOle, თბილისი, სულაკაური, 2011
[რედაქტირება] ჯილდოები
- (2010) "წლის საუკეთესო რომანი", ტექსტისათვის - "მამლუქი" (ილიას უნივერსიტეტის პრემია)
- (2005) "საბა" რომანისათვის "ვენერას სიზმარი"
- (2003) "საბა"