აზერბაიჯანული ჯაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოფიგ აჰმადოვი 1940-იან წლებში

აზერბაიჯანული ჯაზი (აზერ. Azərbaycan cazı) — ჯაზის პოპულარული ნაირსახეობა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული აზერბაიჯანში. აზერბაიჯანული ჯაზი მოიცავს სხვადასხვა ჟანრს (ტრადიციული, პოსტ-პოპი, )[1] და ხშირად ავლენს აზერბაიჯანული მუსიკის ტრადიციულ ელემენტებს. თანამედროვე აზერბაიჯანელ ჯაზ-მუსიკოსებს შორისაა აზიზა მუსტაფაზადე, რომეზეც გავლენა მოახდინეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ბილ ევანზი და კით ჯარეტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინგულუ სარაბსკი

XX სახუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაზის პირველი შემსრულებლები აზერბაიჯანში XX საუკუნეში გამოჩნდნენ.[2] საბჭოთა კავშირის არსებობის ხანაში ბაქო სანქტ-პეტერბურგთან და რიგასთან ერთად ჯაზით ცნობილ სამ ყველაზე ცნობილ ქალაქს შორის იყო.[2]

აღმოსავლური ჯაზ-ბენდს, რომლის წარმოდგენებიც 1926 წელს მოსკოვში იყო რეკლამირებული, სოლისტი ჰუსეინოღლუ სარაბსკი ხელმძღვანელობდა. 1930-იან წლებში ნიაზიმ და ტოფიქ ქულიევმა პირველი ადგილობრივი ჯაზ-ბენდი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ 1920-1953 წლებში საბჭოთა კავშირი ჯაზს კრძალავდა. 1950-იან წლამდე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქის ჯაზ-მუსიკოსები ბაქოში იყრიდნენ თავს. 1960-იან წლებში აზერბაიჯანული ჯაზ-მუსიკა კიდევ უფრო პოპულარული გახდა ყარა ყარაევისა და რაუფ ჰაჯიევის წყალობით. 1969 წელს ბაქოში პირველი ჯაზის ფესტივალი ჩატარდა.[3]

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიზა მუსტაფაზადე ბაქოს ჯაზის ფესტივალზე, 2007

2000-იანი წლებიდან ჯაზი კიდევ უფრო პოპულარული გახდა: ყოველწლიური სახე მიიღო ბაქოს საერთაშორისო ჯაზის ფესტივალმა და გაბალის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალმა. აზერბაიჯანში ჯაზის კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ჩამოყალიბდა ბაქოს ჯაზის ცენტრი.

2004 წელს ლეილა ეფენდიევამ აზერბაიჯანში პირველი ჯაზის გაზეთი Jazz Dunyasi magazine გამოსცა. გაზეთში ინფრომაციები ქვეყნდება როგორც აზერბაიჯანული ჯაზის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯაზის შესახებ. გაზეთში თავმოყრილია ინფორმაცია ახალი CD-ების, ჯაზის ფესტივალების, ახალგაზრდა ნიჭიერი და პროფესიონალი ჯაზ მუსიკოსების შესახებ. საერთაშორისო გამოფენაში Jazzhead! გაზეთს თავისი ყოველწლიური პავილიონი აქვს. აღნიშნული გაზეთი მსოფლიოს ოც საუკეთესო ჯაზ გამოცემაშია შესული.

თანამედროვეთა შორის გამორჩეული ჯაზ მუსიკოსები არიან აზიზა მუსტაფაზადე, ამინა ფიგაროვა, ისფარ სარაბსკი და შაჰინ ნოვრასილი. შაჰინ ნოვრასილიმ 2007 წელს მონტერეის ჯაზის ფესტივალზე მსოფლიო აღიარება მოიპოვა.[4][5][6]

ჯაზი-მუღამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული ჯაზის ყველაზე ცნობილი ფორმაა ჯაზი მუღამი, რომელიც მუღამისა და ტრადიციული ამერიკული ჯაზის კომბინაციას წარმოადგენს.[3][7] ჟანრმა პოპულარობის მწვერვალს 1950-1960-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის ყველაზე შთამაგონებელი კომპოზიტორი რაფიგ ბაბაევი, მისი კვარტეტი „გაია“ და ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი ვაგიფ მუსტაფაზადე იყვნენ.[3][8] ლეგენდარულოი ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის, მესაყვირე დიზი ჯილესპის განცხადებით, მუსტაფაზადემ „მუსიკის მომავალი“ შექმნა.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Inna Naroditskaya, “Azerbaijani Mugham Jazz,” Jazz Worlds/World Jazz, ed. Philip V. Bohlman and Goffredo Plastino, Chicago, London: University of Chicago Press, 2016, 98-124.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Music. Ministry of Culture and Tourism of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2010-01-25.
  2. 2.0 2.1 Jazz in Azerbaijan: time-honoured tradition. UNESCO. ციტირების თარიღი: 29 June 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Duncan, Ishdad. The Baku Jazz Festival: Reviving a Tradition in Azerbaijan. ციტირების თარიღი: 29 June 2014.
  4. Шаин Новрасли- звезда на небосклоне джазовой музыки (Russian). www.anl.az. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  5. Noble, John (2008) Georgia, Armenia & Azerbaijan. Ediz. Inglese. Lonely Planet, გვ. 233. 
  6. Fordham, John. Shahin Novrasli: Bayati – review. ციტირების თარიღი: 29 June 2014.
  7. Esslemont, Tom. Azerbaijan mugham music makes revival. ციტირების თარიღი: 29 June 2014.
  8. Blair, Betty. Mugham Jazz: Vagif Mustafazade. Azerbaijan International. ციტირების თარიღი: 29 June 2014.