ადოლფ ერიკ ნორდენშელდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადოლფ ერიკ ნორდენშელდი

ნილს ადოლფ ერიკ ნორდენშელდი (შვედ. Nils Adolf Erik Nordenskiöld; დ. 18 ნოემბერი, 1832, ჰელსინკი — გ. 12 აგვისტო, 1901, მალმე) — შვედი გეოლოგი და გეოგრაფი. არქტიკის მკვლევარი, ზღვაოსანი, ისტორიკოს-კარტოგრაფი, სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1858). 1864, 1868 და 1872-1873 წლების ექსპედიციებში გამოიკვლია შპიცბერგენის ნაპირები. 1870, 1883 წლებში იკვლევდა გრენლანდიას. 1875, 1876 წლებში მდინარე ენისეის შესართავს. 1878-1879 წლებში ნორდენშელდმა გემ „ვეგათი“ პირველმა გაიარა ჩრდილოეთ საზღვარი ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში და სუეცის არხის გავლით 1880 წელს დაბრუნდა შვედეთში. ეს იყო ევრაზიის პირველი შემოვლა. ნორდენშელდის სახელს ატარებს არქიპელაგი, ყურეები, ზღვა, ნახევარკუნძული და სხვა. ნორდენშელდი იყო სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1879). იყო აგრეთვე რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1881).

ლიტერატურა[რედაქტირება]