აბუ ლ-ვაფა ალ-ბუზჯანი
აბუ ლ-ვაფა ალ-ბუზჯანი | |
---|---|
არაბ. ابوالوفا محمد بن محمد بن یحیی بن اسماعیل بن العباس البوزجانی | |
დაბ. თარიღი | 10 ივნისი, 940[1] [2] |
დაბ. ადგილი | Buzhgan, აბასიანთა სახალიფო[3] |
გარდ. თარიღი | 15 ივლისი, 998[4] [2] (58 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაღდადი, Buyid dynasty[5] [2] |
მოქალაქეობა | ირანი |
საქმიანობა | მათემატიკოსი და ასტრონომი |
განთქმული მოსწავლეები | Ibn Yunus |
აბუ ლ-ვაფა მუჰამად იბნ მუჰამად ალ-ბუზჯანი (სპარს. ابو الوفا بوژگانی, არაბ. ابو الوفا بوزجانی;[6]; დ. 10 ივნისი, 940, ბუზჯანი — გ. 15 ივლისი, 998, ბაგდადი) — სპარსი მეცნიერი[7][8][9], შუასაუკუნეების აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი მათემატიკოსი და ასტრონომი. მოღვაწეობდა X საუკუნეში. იბნ იუნუსის მასწავლებელი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისის რული სახელია — აბუ ლ-ვაფა მუჰამად იბნ მუჰამად იბნ ალ-აბას ალ-ბუზჯანი (არაბ. أبو الوفاء محمد بن محمد بن يحيى بن إسماعيل بن العباس البوزجاني). დაიბადა 940 წელს ბუზჯანში (ქალაქი ხორასანში, მდებარე ჰერათსა და მეშხედს შორის). გარდაიცვალა 988 წელს ბაღდადში.
ასტრონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კომენტარები, რომელიც მან დაწერა პტოლემეს „ალმაგესტზე“, აჯამებს იმდროინდელ ასტრონომიულ ცოდნას და ასევე ასახავს საკუთარი მუშაობის შედეგებს. ტრაქტატი შეიცავს ინფორმაციას მთვარის მოძრაობის ერთ-ერთი უთანასწორობის შესახებ, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინა ტიხო ბრაჰემ. 998 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აბუ ლ-ვაფამ ბაღდადში დააფიქსირა მთვარის დაბნელება, იმავე დროს ალ-ბირუნი აკვირდებოდა მას ურგენჩში, რამაც შესაძლებელი გახადა ზუსტად დაედგინა ამ ქალაქების გრძედებს შორის სხვაობა.
მთემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბუ-ლ-ვაფამ შემოიღო ტრიგონომეტრიული ფუნქციები ტანგენსი და კოტანგენსი და ააგო მათი ცხრილები; მაღალი სიზუსტით აღმოაჩინა ერთი გრადუსის სინუსის მნიშვნელობა. მან ასევე გამოიყვანა ფორმულა ორი კუთხის ჯამის სინუსისათვის და ამავე დროს ალ-ხუჯანდისთან და იბნ ერაყთან ერთად დაამტკიცა სინუსების თეორემა სფერული სამკუთხედებისათვის:
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბუ-ლ-ვაფამ შეადგინა კომენტარები ალ-ხვარაზმის, ევკლიდეს, დიოფანტესა და ჰიპარქეს მათემატიკური ნაშრომებზე. არის შემდეგი ნაშრომების ავტორი:
- „რა უნდა ისწავლო არითმეტიკის სწავლამდე“;
- „რა უნდა იცოდნენ მწიგნობარებმა, საქმოსნებმა და სხვებმა არითმეტიკის მეცნიერებაში“ (არაბ. كتاب فيما يحتاج إليه الكتاب والعمال من علم الحساب);
- „რა სჭირდება ხელოსანს გეომეტრიული კონსტრუქციებიდან“ (არაბ. كتاب فيما يحتاج إليه الصانع من أعمال الهندسة);
- „სამოცობითი ცხრილების გამოყენების შესახებ“;
- „კუბის წიბოების, კვადრატის კვადრატისა და ამ ორისგან შედგენილების შესახებ“.
ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთვარის ერთ-ერთ კრატერს მის პატივსაცემად ეწოდა აბუ ლ-ვაფა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Абу-л-Вафа ал-Бузджани. Книга о том, что необходимо ремесленнику из геометрических построений. Физико-математические науки в странах Востока, 1966, 1, 56-140.
- Матвиевская Г. П. Корсунь А.А., Родригес М.Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
- Матвиевская Г. П. Учение о числе на средневековом Ближнем и Среднем Востоке. Ташкент: Фан, 1967.
- Матвиевская Г. П. Очерки истории тригонометрии. Ташкент: Фан, 1990.
- Матвиевская Г. П., Розенфельд Б. А. Математики и астрономы мусульманского средневековья и их труды (VIII—XVII вв.). В 3 т. М.: Наука, 1983.
- Медовой М. И. Об одном случае применения отрицательных чисел у Абу-л-Вафы. Историко-математические исследования, 11, 1958, с. 593—600.
- Медовой М. И. Об арифметическом трактате Абу-л-Вафы (арабские канонические дроби). Вопросы истории естествознания и техники, 8, 1959.
- Медовой М. И. Об арифметическом трактате Абу-л-Вафы. Историко-математические исследования, 13, 1960, с. 253—324.
- Kennedy E. S. Applied mathematics in the tenth century: Abu’l-Wafa calculates the distance Baghdad-Mecca. Historia Mathematica, 11, 1984, p. 193—206.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. აბუ ლ-ვაფა ალ-ბუზჯანი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 2.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Dold-Samplonius Y. Encyclopaedia of the History of Science, Technology, and Medicine in Non-Western Cultures: 2nd Edition // Springer Reference / H. Selin — 2 — Springer Science+Business Media, 2008. — P. 10. — ISBN 978-1-4020-4559-2
- ↑ Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #102419213 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ بوزجانی. Encyclopaediaislamica.com. ციტირების თარიღი: 30 August 2009
- ↑ Ben-Menahem, A. (2009) Historical encyclopedia of natural and mathematical sciences, 1st, Berlin: Springer, გვ. 559. ISBN 978-3-540-68831-0. „970 CE Abu al-Wafa al-Buzjani (940–998, Baghdad). Persian astronomer and mathematician.“
- ↑ Sigfried J. de Laet (1994). History of Humanity: From the seventh to the sixteenth century. UNESCO, გვ. 931. ISBN 978-92-3-102813-7. „The science of trigonometry as known today was established by Islamic mathematicians. One of the most important of these was the Persian Abu' l-Wafa' Buzjani (d. 997 or 998), who wrote a work called the Almagest dealing mostly with trigonometry“
- ↑ Subtelny, Maria E. (2007) Timurids in Transition. BRILL, გვ. 144. ISBN 9789004160316. „Persian mathematician Abu al-Wafa Muhammad al-Buzjani“