აალენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
აალენი
Aalen
|
აალენი (გერმ. Aalen) — ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, შტუტგარტიდან დაახლოებით 70 კილომეტრით აღმოსავლეთითა და ულმიდან 50 კილომეტრით ჩრდილოეთით. აალენი რაიონული ცენტრია და წარმოადგენს როგორც აღმოსავლეთ ალბის რაიონის, ასევე მთლიანად აღმოსავლეთ ვიურტემბერგის რეგიონის უდიდეს ქალაქს.
აალენის ფართობი შეადგენს 146,63 კმ²-ს. ამ მონაცემით იგი მეშვიდე ადგილს იკავებს ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, შტუტგარტის ადმინისტრაციულ რეგიონში კი მეორე ადგილზეა ქალაქ შტუტგარტის შემდეგ. 2010 წლის მონაცემებით აალენში 66.113 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობით მას ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქთა სიაში მე-15 ადგილი უკავია.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: აალენი