Talgo 250

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტალგო 250
RENFE class 130
ძირითადი მონაცემები
აწყობის წლები 2006 წლიდან - დღემდე
წარმოებაშია 2006 წლიდან
ამწყობი ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
მწარმოებელი Patentes Talgo S.L.
აწყობილი შემადგენლობები 45
ექსპლუატაციის ქვეყნები ესპანეთის დროშა ესპანეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ოპერატორი RENFE, „სასკ“[1] „უზბეკეთის რკინიგზა“
ხაზის მომსახურება მაგისტრალი ტაშკენტი-სამარყანდი
ლიანდების სიგანე 1435 მმ - 1668 მმ ესპანეთი
1520 მმ უზბეკეთი
ექსპლუატაციაშია 2006 წლიდან
ტექნიკური მონაცემები
დენის ტიპი და ძაბვა საკონტაქტო ხაზში 25 კვ, 50 ჰც - ცვლადი დენი და 3 კვ - მუდმივი დენი
კონსტრუქციული სიჩქარე 250-270 კმ/სთ[2]
მაქსიმალური სამსახურო სიჩქარე 250 კმ/სთ
ვაგონების რაოდენობა შემადგენლობაში 8-დან 11-მდე
კომპოზიცია სავარძლები
მგზავრთტევადობა 11 სავაგონო შემადგენლობაში 299 ად., სტანდარტულ 8 ვაგონიან შემადგენლობაში 236
ვაგონის სიგრძე 20 მ
სიგანე 2,96 მ
სიმაღლე 4 მ
ტარის მასა 200 ტონიდან 245 ტონამდე
ვაგონის მატერია ალუმინის კომპოზიციური შენადნობები
აჩქარება 1.2 მ/წ2
ელექტრონული დამუხრუჭება რეოსტატული
სამუხრუჭე რეოსტატების სიმძლავრე 2400 კვტ

Talgo 250 (ქართ. ტალგო 250) — ესპანური კომპანია Patentes Talgo S.L.-ის მიერ წარმოებული ცვლადი და მუდმივი დენის ჩქაროსნული ელექტრომატარებლები. ესპანეთში ეწოდება RENFE S130. 2015 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დასრულების შემდეგ, ბაქო-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით სწორედ ეს მატარებლები ივლიან[3], რომელნიც ლიანდების ავტომატურად შეცვლის სისტემით, Talgo RD-ით იქნებიან აღჭურვილნი[4][5].

Talgo-ს RD სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიანდაგზე დამონტაჟებული, ბორბლებს შორის დისტანცის შემცვლელი, სპეციალური მოწყობილობა

Talgo-ს RD სისტემა გამოიყენება მატარებლის ბორბლებს შორის დისტანციის ავტომატიურად შესაცვლელად, ეს სისტემა 1968 წლიდან წარმატებით გამოიყენება Talgo-ს მატარებლებზე[6].

ბორბლებს შორის მანძილის შეცვლის პროცესი რევერსულია და ხორციელდება იმ დროს, როდესაც მატარებელი სხვადასხვა სიგანის ლიანდების კვეთისას გადის ლიანდაგზე დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობას[5].

Talgo RD-ის თანამედროვე სისტემები გამოიყენება ქანქარისებური (Talgo Pendular) სისტემით აღჭურვილ სამგაზვრო მატარებლებზე და ყველა სახის სატვირთო ვაგონებზე. ამ სისტემების წყალობით მატარებლებს თავისუფლად შეუძლიად იმოძრაონ 1435/1668 მმ სიგანის ლიანდებით დაწყებული 1520/1435 მმ სიგანის ლიანდებით დამთვრებული.

ლიანდების ავტომატურად შეცვლის პროცესი მატარებლის შეუჩერებლად, 15 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ხდება[5].

მოდიფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • RENFE სერია 130: კომპანია Bombardier-ისგან. გამოიყენება რკინიგზის ლიანდების ორ ტიპზე და ძაბვის ორი სახეობის (3 კვ მუდმივი დენი/25 კვ ცვლადი დენი) გამოყენების შესაძლებლობით. სერია 45 შემადგენლობისგან შედგება.
  • RENFE სერია 730: წინა მოდელის 15 შეცვლილი შემადგენლობა, დიზელის გენერატორებით მატარებლების ჰიბრიდიზაციის პერსპექტივით.
  • სერია „უზბეკისტონ ტემირ იულარუ“ „აფროსიაბი“: კომპანია Ingeteam-ისგან, ლიანდების სიგანე 1520 მმ, იყენებს 25 კვ ცვლად დენს. სერია შედგება ორი შემადგენლობისგან.

ვაგონების შემადგენლობის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპლუატაციის ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა მარშრუტი ◄► ქვეყანა მარშრუტი
1 ესპანეთის დროშა ესპანეთი 2 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი ტაშკენტი-სამარყანდი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. განმარტება: სახელმწიფო-აქციონერული სარკინიგზო კომპანია
  2. Talgo 250. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-28. ციტირების თარიღი: 2013-05-05.
  3. ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
  4. რკინის აბრეშუმის გზა — მატარებელი
  5. 5.0 5.1 5.2 Talgo RD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2013-05-05.
  6. http://www.talgo.com/pdf/t250_250H_en.pdf დაარქივებული 2011-09-15 საიტზე Wayback Machine. გვ.7
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Talgo_250&oldid=4122855“-დან