ჰილა ლიმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილა ლიმანი
ჰილა ლიმანი
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 სექტემბერი, 1979 – 31 დეკემბერი, 1981
წინამორბედიჯერი როლინგსი
მემკვიდრეჯერი როლინგსი

დაბადებული12 დეკემბერი, 1934
გველო, განა
გარდაცვლილი23 იანვარი, 1998 (63 წლის)
აკრა, განა
მამაიომი ბაბინი
დედამმა ჰაიავა
მეუღლეფალერა ლიმანი
შვილები8

ჰილა ლიმანი (ინგლ. Hilla Limann, დ. 12 დეკემბერი, 1934, გველო, განა — გ. 23 იანვარი, 1998, აკრა) — განის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. სახელმწიფოს მეთაური 1979–1981   წლებში მესამე რესპუბლიკის ერთადერთი პრეზიდენტი. ხელისუფლებიდან გადააყენა ჯერი როლინგსის სამხედრო დაჯგუფებამ.

როგორც პოლიტიკოსი განაში იგი პრაქტიკულად უცნობი იყო, მაგრამ 1979 წელს სამხედრო ხელისუფლების მიერ ხელისუფლების გადაბარების დროს აღმოჩნდა ქვეყნის სათავეში. ორტურიან საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა კონკურენტი და 1979 წლის 24 სექტემბერს დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 1981 წელს ჯერიროლინგსმა კვლავ დაიბრუნა ძალაუფლება უსისხლო გადატრიალებით და ჰილა ლიმანი ჩამოაშორა ქვეყნის სადავეებს[1].

გარდაიცვალა 1998 წლის 23 იანვარს, აკრაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ежегодник Большая советская энциклопедия. 1982 / М. Советская энциклопедия, 1982 — С.242.