ჰატი ჩირფანი
ჰატი ჩირფანი Hatı Çırpan | |
---|---|
დაბადების სახელი | Satı Çırpan (სატი ჩირფანი) |
დაბადების თარიღი |
1890 ყაზანი, ანკარა, თურქეთი |
გარდაცვალების თარიღი | 21 მარტი 1956 |
მოქალაქეობა | თურქეთი |
ცნობილია როგორც | თურქეთის პარლამენტში შესული 18 ქალბატონი დეპუტატიდან ერთ-ერთი |
ჰატი ჩირფანი (თურქ. Hatı Çırpan; დ. 1890 ყაზანი, ანკარა, თურქეთი – გ. 21 მარტი 1956)[1] — თურქი პოლიტიკოსი. თურქეთის რესპუბლიკის სოფლის პირველი ქალი მუჰთარი და ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ქალი დეპუტატი. თურქეთში ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის და არჩევის უფლების აღიარების შემდეგ, 1935 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა და სხვა 17 ქალ დაპუტატთან ერთად შევიდა პარლამენტში, როგორც ანკარის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1890 წელს ანკარის სოფელ ქაჰრამანყაზანში, ქარა მეჰმათ ეფენდის და ემინე ჰანიმის ოჯახში დაიბადა.[2] დაქორწინებული იყო ბალკანეთის ომის ვეტერანზე.[3] ჰყავდა 5 შვილი. ფერმერობის შემდეგ, მამამისის თანამდებობა – სოფლის მუჰთარი (გამგე) გახდა. 1933 წლის 26 ოქტომბერს, ქალებს მიეცათ უფლება, რომ გახდნენ სოფლის მუჰთარები, შედეგად ჰატი ჰანიმმა მუჰთარობის არჩევნები მოიგო და სოფლის გამგე გახდა, რითაც ერთ-ერთი პირველი ქალი-მუჰთარიც გახდა.[4]
1934 წელს, ქემალ ათათურქის სოფელ ქიზილჯაჰამამში ვიზიტის დროს, ჰატი ჰანიმმა მას გაეცნო, შედეგად ათათურქმა ჰატის ურჩია 1935 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. რჩევის თანახმად, ჰატი ჰანიმმა მიიღო მონაწილეობა 1935 წლის არჩევნებში და გახდა პარლამენტის წევრი.[5]
მისი პარლამენტარობის პერიოდში, მუსტაფა ათათურქი პროტოხეთებით იყო დაინტერესებული და მისივე რჩევით სატი ჰანიმმა თავისი სახელი ჰატი-ზე შეცვალა. ფართო საზოგადოებისთვის იგი სატი ჰანიმის სახელით ცნობილია, თუმცა პარლამენტის ჩანაწერებში ჰატი ჰანიმის სახელითაა ჩაწერილი.
საპარლამენტო მანდატის დატოვების შემდეგ, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც 1956 წლის 21 მარტს გარდაიცვალა.
ანკარის სოფელ ყაზანში, რომელიც მისი მშობლიური სოფელია, მისი მონუმენტი და სახლ-მუზეუმი მდებარეობს.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-05. ციტირების თარიღი: 2017-03-26.
- ↑ Türkiye'de İlk Kadın Milletvekilleri; Ankara Üniversitesi Sosyal Bilimler Enstitüsü (Yüksek Lisans Tezi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-07. ციტირების თარიღი: 2017-03-26.
- ↑ Kadın Başını Nasıl Açtı?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-14. ციტირების თარიღი: 2016-02-14.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: 2017-03-26.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-29. ციტირების თარიღი: 2017-01-29.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-16. ციტირების თარიღი: 2015-10-16.