ჰატი ჩირფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰატი ჩირფანი
Hatı Çırpan
Hatı Çırpan.jpg
დაბ. სახელი Satı Çırpan (სატი ჩირფანი)
დაბ. თარიღი 1890
ყაზანი, ანკარა, თურქეთი
გარდ. თარიღი 21 მარტი 1956
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ცნობილია როგორც თურქეთის პარლამენტში შესული 18 ქალბატონი დეპუტატიდან ერთ-ერთი

ჰატი ჩირფანი (თურქ. Hatı Çırpan; დ. 1890 ყაზანი, ანკარა, თურქეთი – გ. 21 მარტი 1956)[1]თურქი პოლიტიკოსი. თურქეთის რესპუბლიკის სოფლის პირველი ქალი მუჰთარი და ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ქალი დეპუტატი. თურქეთში ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის და არჩევის უფლების აღიარების შემდეგ, 1935 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა და სხვა 17 ქალ დაპუტატთან ერთად შევიდა პარლამენტში, როგორც ანკარის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წელს ანკარის სოფელ ქაჰრამანყაზანში, ქარა მეჰმათ ეფენდის და ემინე ჰანიმის ოჯახში დაიბადა.[2] დაქორწინებული იყო ბალკანეთის ომის ვეტერანზე.[3] ჰყავდა 5 შვილი. ფერმერობის შემდეგ, მამამისის თანამდებობა – სოფლის მუჰთარი (გამგე) გახდა. 1933 წლის 26 ოქტომბერს, ქალებს მიეცათ უფლება, რომ გახდნენ სოფლის მუჰთარები, შედეგად ჰატი ჰანიმმა მუჰთარობის არჩევნები მოიგო და სოფლის გამგე გახდა, რითაც ერთ-ერთი პირველი ქალი-მუჰთარიც გახდა.[4]

1934 წელს, ქემალ ათათურქის სოფელ ქიზილჯაჰამამში ვიზიტის დროს, ჰატი ჰანიმმა მას გაეცნო, შედეგად ათათურქმა ჰატის ურჩია 1935 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. რჩევის თანახმად, ჰატი ჰანიმმა მიიღო მონაწილეობა 1935 წლის არჩევნებში და გახდა პარლამენტის წევრი.[5]

მისი პარლამენტარობის პერიოდში, მუსტაფა ათათურქი პროტოხეთებით იყო დაინტერესებული და მისივე რჩევით სატი ჰანიმმა თავისი სახელი ჰატი-ზე შეცვალა. ფართო საზოგადოებისთვის იგი სატი ჰანიმის სახელით ცნობილია, თუმცა პარლამენტის ჩანაწერებში ჰატი ჰანიმის სახელითაა ჩაწერილი.

საპარლამენტო მანდატის დატოვების შემდეგ, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც 1956 წლის 21 მარტს გარდაიცვალა.

ანკარის სოფელ ყაზანში, რომელიც მისი მშობლიური სოფელია, მისი მონუმენტი და სახლ-მუზეუმი მდებარეობს.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]