ჯულიან ბარნსი
ჯულიან ბარნსი | |
---|---|
ბარნსი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | ჯულიან პატრიკ ბარნსი |
დაბადების თარიღი |
19 იანვარი, 1946 ლესტერი, ინგლისი |
რეზიდენცია | ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
ალმა-მატერი | ოქსფორდი |
საქმიანობა | მწერალი |
ცნობილი ნაშრომები | დასასრულის განცდა (2011), ფლობერის თუთიყუში (1984) |
მეუღლე(ები) | პეტ კავანაჰი (1979-2008) |
ჯილდოები | ბუკერის პრემია (2011) |
საიტი | julianbarnes.com |
ჯულიან პატრიკ ბარნსი (ინგლ. Julian Patrick Barnes; დ. 19 იანვარი, 1946) — ინგლისელი მწერალი. 2011 წლის ბუკერის პრემიის მფლობელი წიგნისთვის დასასრულის განცდა. მწერლის სამი ნაწარმოები ასევე წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზე: ფლობერის თუთიყუში (1984), ინგლისი, ინგლისი (1998) და არტური და ჯორჯი (2005). წერს დეტექტივებსაც დენ კავანაჰის ფსევდონიმით.[1] გარდა რომანებისა, გამოქვეყნებული აქვს ესეებისა და მოთრობების კრებულები. მიღებული აქვს სომერსეტ მოემის ჯილდო და ჯოფრი ფაბერის მემორიალური პრიზი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯულიან ბარნსი დაიბადა 1946 წლის 19 იანვარს, ლესტერში, ინგლისში. თუმცა, მისი დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად ლონდონის გარეუბნებში გადავიდა.[2][3] ბარნსის ორივე მშობელი ფრანგულის მასწავლებლები იყვნენ. იგი 1957 წლიდან 1964 წლამდე სწავლობდა „ლონდონის სკოლის ქალაქში“. 10 წლის ასაკში, ბარნსის დედამ მას უთხრა რომ მას დიდი წარმოსახვის უნარი ჰქონდა. 1956 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნორდვუდში, მიდლექსში. ბარნსმა სწავლა ოქსფორდში, მაგდალინას კოლეჯში განაგრძო, სადაც იგი თანამედროვე ენებს დაეუფლა.[4] სწავლის დამთავრების შემდეგ, 3 წლის განმავლობაში ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონისთვის, ლექსიკოგრაფად მუშაობდა. შემდეგ კი, ჟურნალებისთვის, „New Statesman“-სთვის და „New Review“-ისთვის ლიტერატურულ რედაქტორად. „New Statesman“-ში მუშაობის დროს იგი საშინელ მორცხვობას განიცდიდა, ბარნსი ამბობს: „როდესაც ყოველკვირეული შეხვედრები იმართებოდა, მე ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი რომ თანამშრომლების მუნჯი წევრი ვიყავი.“
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარნსი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობას ინარჩუნებს, თუმცა ინტერვიუების დროს, გულწრფელობით გამოირჩევა. მისი ძმა ჯონათან ბარნსი, ფილოსოფოსია. ბარნსი ადამიანების უფლებების ორგანიზაციის, „თავისუფლება წამებისაგან“-ის მფლობელია, სადაც იგი ხშირად მართავს ივენთებსა და კამპანიებს.[5] 1983 წლიდან ცხოვრობს ჩრდილოეთ ლონდონში, ტუფნილის პარკში.
არის აგნოსტიცისტი.[6]
ბარნსი 1979 წელს დაქორწინდა ლიტერატურულ აგენტზე, პეტ კავანაჰზე, რომელიც 2008 წლის 20 ოქტომბერს, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ბარნსმა მეუღლის სიკვდილის შესახებ, თავისი წიგნის, „ცხოვრების დონეები“-ს ერთ-ერთ ესეში ისაუბრა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტროლენდი (1980)
- ფლობერის თუთიყუში (1984) — ბუკერის პრემიის ფინალისტი
- მსოფლიო ისტორია 10½ კარად (1989)
- ინგლისი, ინგლისი (1998) — ბუკერის პრემიის ფინალისტი
- არტური და ჯორჯი (2005) — ბუკერის პრემიის ფინალისტი
- დასასრულის განცდა (2011) — ბუკერის პრემიის გამარჯვებული
- დროის ხმაური (2016)
- ერთადერთი ამბავი (2018)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საითი
- Official Website of Dan Kavanagh (pseudonym)
- Publisher's Website
- The Oxonian Review on Levels of Life დაარქივებული 2022-02-18 საიტზე Wayback Machine.
- Interview by the Oxonian Review (2008) დაარქივებული 2011-10-01 საიტზე Wayback Machine.
- Guardian Books "Author Page"
- Interview
- Audio interview from Writing Lab
- "Julian Barnes: Life as he knows it"
- Julian Barnes, The Art of Fiction No. 165 (2000).
- Julian Barnes Interview (1992).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allardice, Lisa (26 October 2019). „Julian Barnes: ‘Do you expect Europe to cut us a good deal? It’s so childish“. The Guardian. ციტირების თარიღი: 27 October 2019.
- ↑ Summerscale, Kate (1 March 2008). „Julian Barnes: Life as he knows it“. London: Telegraph. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
- ↑ Interviewed by Denis Campbell. „My Team: Julian Barnes on Leicester City F.C.“. London: The Observer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 October 2012. ციტირების თარიღი: 22 October 2011.
- ↑ Julian Barnes Website: Biography of Julian Barnes. Julianbarnes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2011. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
- ↑ http://www.dignityindying.org.uk/about-us/patrons.html#Julian Barnes
- ↑ Dying of the Light. The New York Times (3 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2018. ციტატა: „Julian Barnes, an atheist turned agnostic“