The Sense of an Ending

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დასასრულის განცდა“
The Sense of an Ending
ავტორი ჯულიან ბარნსი
გარეკანის მხატვარი სუზანა დინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
გამომცემელი ჯონათან კეიპი (გს)
ალფრედ კნოპფი (გს)
გამოცემის თარიღი 2011
გვერდი 163
ISBN 978-0-224-09415-3

დასასრულის განცდა (ინგლ. The Sense of an Ending) — ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანი. ამ წიგნისთვის 2011 წელს ჯულიან ბარნსს ბუკერის პრემია მიენიჭა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი ვებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი ვებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]