ჯოვანი ლორენცო ბერნინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოვანი ლორენცო ბერნინი
დაიბადა 7 დეკემბერი, 1598(1598-12-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ნეაპოლი[1] [11] [15]
გარდაიცვალა 28 ნოემბერი, 1680(1680-11-28)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [16] [10] [11] [13] [14] [17] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი[15]
ჟანრი ქრისტიანული ხელოვნება[15] , პეიზაჟი[15] , ნიუ[15] , პორტრეტი[15] და კარიკატურა[15]

ჯოვანი ლორენცო ბერნინი (იტალ. Gian Lorenzo Bernini; დ. 7 დეკემბერი, 1598, ნეაპოლი — გ. 28 ნოემბერი, 1680, რომი) — იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე და ფერმწერი. იტალიური ბაროკოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბაროკოს დამკვიდრებასა და განვითარებაში.

სწავლობდა თავის მამასთან, პიეტრო ბერნინისთან. იყო რომის პაპების სასახლის კარის მთავარი არქიტექტორი და მოქანდაკე. ბერნინმა წმინდა პეტრეს ტაძრის ინტერიერში ააგო გრეხილი სვეტებით, სკულპტურული ფიგურებითა და დეკორატიული ელემენტებით შემკული გიგანტური ბრინჯაოს გავალაკით (1624-1633), რითაც შექმნა ტაძრის ინტერიერის ცენტრი. აგრეთვე, ე. წ. „წმინდა პეტრეს კათედრა“ — დეკორატიული კომპოზიცია, რომელშიც შერწყმულია ქანდაკებები და ხუროთმოძღვრული ელემენტები; ბერნინის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ნამუშევარია წმინდა პეტრეს ტაძრის გრანდიოზული მოედანი (1657-1666), ბაროკოს ხანის ერთ-ერთი შესანიშნავი არქიტექტურული ანსამბლი რომში. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია აგრეთვე სანტ-ანდრეა ალ კვირინალეს ეკლესია, ნავონას მოედანი „ოთხი მდინარის შადრევნით“ (1648-1651); მონაწილეობდა სხვა მოედნებისა და რომის რამდენიმე სასახლის აგებაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ბერნინი, როგორც მოქანდაკე. სხვადასხვა მასალის ოსტატური შეხამებითა და ვირტუოზული დამუშავებით იგი ძლიერ ეფექტს აღწევდა. ადრინდელი ნამუშევრებია: „დავითი“, რომლის მკვეთრად გამოსახული გარეგნული დინამიკა დიდად განასხვავებს მას აღორძინების ხანის ქანდაკებებისაგან, „აპოლონი და დაფნე“; შემდეგ ქმნის ღრმა ფსიქოლოგიური განწყობილებით აღბეჭდილ სკულპტურულ პორტრეტებს. გვიანდელ პორტრეტულ ნამუშევრებში ძლიერდება შინაგანი პათეტიკა, იმპოზანტურობა. ბერნინის სახელგანთქმული ქმნილებაა „წმინდა ტერეზას საკურთხეველი“ (1645-1652) — ბაროკოს დინამიკური ხუროთმოძღვრული ფორმებით დამუშავებული სამლოცველო, რომლის მთავარი კედლის ცენტრში მოთავსებულია სკულპტურული ჯგუფი — „წმინდა ტერეზას ექსტაზი“. ბერნინიმ შექმნა ალეგორიული ფიგურებით შემკული ბაროკოს ტიპის აკლდამა (პაპი ურბან VIII-ის საფლავი რომის წმინდა პეტრეს ტაძარში, ბრინჯაო და ფერადი მარმარილო, 1639-1646 წლები). ბერნინიმ თავისი შემოქმედების გრანდიოზულობით, ჩანაფიქრის სითამამით, ბრწყინვალე ოსტატობით უდიდესი გავლენა მოახდინა მთელი ევროპის XVII-XVIII საუკუნეების ხელოვნებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118509926 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Giovanni Lorenzo Bernini
  4. 4.0 4.1 Kunstindeks Danmark
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Bernini, Gianlorenzo, or Giovanni Lorenzo // Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2017. — ISBN 978-0-19-977378-7doi:10.1093/BENZ/9780199773787.ARTICLE.B00017821
  8. 8.0 8.1 StructuraeRatingen: 1998.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. 10.0 10.1 BeWeB
  11. 11.0 11.1 11.2 https://www.britannica.com/biography/Gian-Lorenzo-Bernini
  12. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 https://rkd.nl/explore/artists/7527
  16. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  17. The Fine Art Archive — 2003.