ჯელა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჯელა Gela | |||
ჯელა | |||
| |||
ქვეყანა | იტალია | ||
კოორდინატები | 37°04′00″ ჩ. გ. 14°15′00″ ა. გ. / 37.06667° ჩ. გ. 14.25000° ა. გ. | ||
ფართობი | 276 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 46 მ | ||
მოსახლეობა | 77,611 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 281.2 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0933 | ||
საფოსტო ინდექსი | 93012 | ||
საავტომობილო კოდი | CL | ||
ოფიციალური საიტი |
[ | ||
ჯელა (იტალ. Gela) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კუნძულ სიცილიის სამხრეთით, მდინარე ჯელას შესართავთან. ქალაქ კალტანისეტიდან მდებარეობს 84 კილომეტრში. წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქს. 2009 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 77,611 ათ. ადამიანი.
დაარსდა კრეტელი და როდოსელი კოლონისტების მიერ დაახლოებით ძვ. წ. 688 წელს. ქალაქს სახელი ეწოდა მდინარე ჯელას მიხედვით. ბერძნები სამხრეთით მრავალ კოლონიას ფლობდნენ, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს აქაურ მხარეებზე. მოგვიანებით ქალაქი განვითარდა, დაარსდა აგრიჯენტოს კოლონია. ქალაქის ზრდას მოყვა ეკონომიკური და სოციალური გართულებები და პლებეების გადასახლება უახლოეს მაკტორიონში. ჯელამ განსაკუთრებულ აპოგეას მიაღწია ტირანის ჰიპოკრატის (ძვ. წ. 498-491) მმართველობის დროს, რომლის ძალაუფლება ვრცელდებოდა კუნძულის დიდ ნაწილში, ხოლო მისმა მემკვიდრემ ჯელონმა მოახდინა სირაკუზას დაპყრობა. ძვ. წ. 405 წელს ქალაქი დაარბიეს კართაგენელებმა, ხოლო დიონისე I-ის განკარგულებით მოსახლეობა სირაკუზაში ჩაასახლეს. დაახლოებით 337 წელს მოსახლეობა დაბრუნდა მშობლიურ ჯელაში და დაიწყო ქალაქის ხელახალი აღორძინება. ძვ. წ. დაახლოებით 305 წელს ქალაქი მოექცა აგათოკლეს ძალაუფლების ქვეშ.
შემორჩენილია არქიტექტურული ნაგებობანი. ეკონომიკას საფუძვლად უდევს სოფლის მეურნეობა. განვითარებულია თევზის მრეწველობა. 1950-იან წწ. მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოაჩინეს ნავთობის საბადო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქი ჯელა ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ქალაქი ჯელა დაარქივებული 2004-08-14 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) (იტალიური)
- (არაგონული) Piccolo, Salvatore. Gela. Ancient History Encyclopedia. December 20, 2017.
|