პლებეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლებეები, პლებეი (ლათ. plere) — ძველი რომის არასრულუფლებიანი მოსახლეობა, რომლებსაც პირველ ხანებში არავითარი პოლიტიკური უფლებები არა ჰქონდათ, მაგრამ გააჩნდათ პირადი თავისუფლება. პლებეებს არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ კურიატულ კომიციებში, ყოფილიყვნენ წარმოდგენილი სენატში და ემსახურათ ლეგიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის მოსახლეობა დაპყრობილი ტომებისა და ქალაქების ხარჯზე იზრდებოდა. თავდაპირველად რომის მოსახლეობა ეკუთვნოდა სხვადასხვა რომაულ ტრიბს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ გვაროვნული ნიშნით და წარმოადგენდა სამი ეთნიკური კომპონენტის ერთობას: ლათინები, საბინები და ეტრუსკები. რომაული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები თანდათან საზოგადოების პრივილეგირებულ ნაწილად გადაიქცნენ. მათ პატრიციები ეწოდათ და თავიდან სწორედ მათვე ეწოდებოდათ რომაელები.

შემდგომში მოსული მოსახლეობა უკვე არ შედიოდნენ ტრიბებში, ანუ მათ არ შეეძლოთ შესულიყვნენ ძველ საგვარეულოებში და ითვლებოდნენ რომაელებად. მათ არ ჰქონდათ სათემო მიწით სარგებლობის და არც რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის უფლება. მიწის გარეშე დარჩენილი პლებეები ძირითადად ხელოსნობასა და ვაჭრობას მიზდევდნენ. პლებეების ნაწილი ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ ისევე როგორც ღარიბი პლებეები, პატრიციების წინაშე უუფლებო იყვნენ. დროთა განმავლობაში პლებეებმა მოიპოვეს სახალხო ტრიბუნის არჩევის უფლება, რომლებსაც შეეძლოთ პატრიციელი მაგისტრების გადაწყვეტილებებისთვის ვეტო დაედოთ. გრძელვადიანი ბრძოლის შედეგად პატრიციებისა და პლებეების უფლებები გათანაბრდა.

ძვ. წ. V საუკუნეში პლებეების ზეგავლენით მიიღეს კანონები — თორმეტი ტაბულა, რომელიც რომის ცენტრალურ ნაწილში განათავსეს. აღსანიშნავია, რომ მოცემული კანონი პატრიციებსა და პლებეებს შორის ქორწინებას უკანონოდ ითვლებოდა, თუმცა კანონმა ერთი წლით იმოქმედა და ძვ. წ. 445 წელს ტრიბუნი გაიუს კანულეიუსის ძალისხმევით გაუქმდა.

ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში, პატრიციელებმა და მდიდარმა პლებეებმა ნობილიტეტის წრე წარმოქმნეს, და ძვ. წ. 287 წელს გაიცა კანონი, რომლის თანახმად პლებეების კრება (პლებისციტი) რომის ყველა მოქალაქისთვის საყოველთაო გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი ა., ძველი რომი, ტ. 1-2, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1961.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]