ჯალილაბადის რაიონი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ჯალილაბადის რაიონი აზერ. Cəlilabad rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | Jalilabad | |
კოორდინატები | 39°11′00″ ჩ. გ. 48°20′00″ ა. გ. / 39.18333° ჩ. გ. 48.33333° ა. გ. | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1440 კმ² | |
მოსახლეობა | 231 800 | |
სატელეფონო კოდი | 25 | |
საავტომობილო კოდი | 15 | |
ოფიციალური საიტი | http://celilabad-ih.gov.az/ | |
| ||
ჯალილაბადის რაიონი (აზერ. Cəlilabad) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. ცენტრი არის ქალაქი ჯალილაბადი. რაიონის მთლიანი ტერიტორია 669,36 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მოიცავს 2 ქალაქს და 117 სოფელს. მანძილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსა და ჯალილაბადს შორის 221 კილომეტრია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ჰამაშარა, რომელიც მდებარეობდა ჯალილაბადის რაიონში, მიეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულს. ქალაქი გარშემორტყმული იყო სამი მეტრის სიმაღლის გალავნით. არაბების ამ ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ ჰამაშარა დაინგრა და შემდგომ პერიოდში მის ნაცვლად წარმოიქმნა ქალაქი ჰასილი. 1930-იან წლებში რუსების აზერბაიჯანში გადასახლების შემდეგ, ქალაქი ასტარხანბაზარი, სადაც აზერბაიჯანელები და რუსები ერთად ცხოვრობდნენ, ამ რაიონის ცენტრად იქცა.
რაიონი დაარსდა 1930 წლის 8 აგვისტოს.[1] მას 1967 წლამდე ასტარახანბაზარს ეძახდნენ. 1967 წლის 2 ივნისს მისი სახელი შეიცვალა ჯალილაბადით, აზერბაიჯანელი მწერლისა და დრამატურგის ჯალილ მამედყულიზადეს პატივსაცემად. 1964 წლის 26 მაისს ჯალილაბადი შეუერთდა ბილასუვარის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს. 1965 წლის 6 იანვარს იგი კვლავ დამოუკიდებელი რაიონი გახდა.
1999 წელს 190 ზე მეტი მუნიციპალიტეტი დაარსდა რაიონში. მუნიციპალიტეტების არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 841 ადამიანმა. აქ არის 50 ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულს.[2]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონის ეკონომიკის ძირითადი სფეროებია, კარტოფილის და ცხოველების მოშენება, ასევე ბამბის მოყვანა. დაახლოებით 276 კმ2 ფართობი გამოიყენება მესაქონლეობის (საძოვრებისთვის). რეგიონში დათესილი მიწის ნაკვეთები მოიცავს 536 კმ2-ს. ჯალილაბადის რაიონის ეკონომიკაში მარცვლეული, კარტოფილი და მევენახეობა მთავარ როლს ასრულებს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე იზრდება ბოსტნეული, მზესუმზირა და სიმინდი. რეგიონში ხეხილის ბაღების მთლიანი ფართობია 1,83 კვადრატული კილომეტრია. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზარდა 4.8-ჯერ 2003 წელთან შედარებით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 62.6%-ით.
მედია, განათლება და კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯალილაბადის რაიონს აქვს საკუთარი ტელევიზია, რადიო სადგურები და გაზეთები.
რაიონში არის 18 საბავშვო ბაღი, 129 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ორი პროფესიული, ორი საშუალო და ერთი უმაღლესი სკოლა. 2010 წელს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჯალილაბადში ჭადრაკის სკოლის გახსნის ცერემონიალში. [3]
რაიონში არის 2 მუსიკალური სკოლა, 43 კლუბი, 64 ბიბლიოთეკა, სამხატვრო გალერეა და პარკები, ცენტრალიზებული ბიბლიოთეკაში არის 601 893 წიგნი, რეგიონული ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 2 123 ექსპონანტი, რეგიონული სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში კი 137 ექსპონატი, ასევე 50 ისტორიული და კულტურული ძეგლებია რეგიონში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
საგზაო ნიშანი ჯალილაბადის რაიონის შესასვლელში
-
წამებულთა შესახვევი ჯალილაბადის რაიონში
-
„Aztelekom“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რაიონში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- Azerbaijan Development Gateway – Cəlilabad დაარქივებული 2008-11-13 საიტზე Wayback Machine.
- 15.tv დაარქივებული 2018-11-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Jalilabad“. discoverazerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-04. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
- ↑ Information on the administrative-territorial unit : Jelilabad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-17. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
- ↑ President Ilham Aliyev opens a chess school in Jalilabad.