ჯალილ მამედყულიზადე
| ჯალილ მამედყულიზადე | |
|---|---|
| აზერ. Cəlil Məmmədqulu oğlu Məmmədquluzadə | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 10 (22) თებერვალი, 1869[1] |
| დაბადების ადგილი | ნახიჩევანი |
| გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 1932[2] (62 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
| დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
| ფსევდონიმი | Molla Nəsrəddin |
| საქმიანობა | მწერალი[2] [3] , დრამატურგი და პუბლიცისტი[2] |
| ენა | აზერბაიჯანული ენა |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა |
| ალმა-მატერი | გორის საოსტატო სემინარია |
| ჟანრი | პროზა და დრამა |
| მეუღლე | ჰამიდა მამედყულიზადე |
| შვილ(ებ)ი | Munavvar Mammadguluzade, Midhat Mammadguluzade და Anvar Mammadguluzade |
ჯალილ მამედყულიზადე (ფსევდონიმი — მოლა ნასრედინი) (აზერ. Cəlil Məmmədqulu oğlu Məmmədquluzadə; დ. 22 თებერვალი, 1866, ნახიჩევანი — გ. 4 იანვარი, 1932, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
სწავლობდა ნახჭევანში. დაამთავრა საოსტატო სემინარია (1887). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მამედყულიზადეს პირველი მხატვრული თხზულებებია პიესა „ჩაის სერვიზი“ (1889) და მოთხრობების ციკლი „შემთხვევა სოფელ დანაბაშში“ (1894). 1903 წელს ჩამოვიდა თბილისში. აქ თანამშრობლობდა აზერბაიჯანულ გაზეთში „შარგი რუსსა“ და ამიერკავკასიის ბოლშევიკთა პირველ ლეგალურ ორგანოში „კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკ“. 1906 წელს თბილისში დააარსა სატირული ილუსტრირებული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“ (გამოდიოდა 1931 წლამდე, ხანგამოშვებით).
ავტორია სოციალური და საზოგადო კონფლიქტების ამსახველი ანტირელიგიური კომედიისა „მიცვალებულნი“ (1909), მოთხრობისა „სკოლა სოფელ დანაბაშში“ (1921) და სხვა. 1920 წელს წავიდა ემიგრაციაში (თავრიზში). ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა აზერბაიჯანში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახიჩევანის პიროვნებები - ჯალილ მამაგულუზადე დაარქივებული 2024-05-20 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შაყულაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 396.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #128379898 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.