ჯადვარისებრნი
ჯადვარისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Orchidaceae | ||||||||||||||
ჯადვარისებრნთა გავრცელების არეალი | ||||||||||||||
|
ჯადვარისებრნი (ლათ. Orchidaceae) — ერთლებნიან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი. აქვთ ფესურა ან ტუბერი. ფოთლები მთლიანია, ხალთიანი ან ღერომხვევი; საპროფიტული სახეობებისა კი რედუცირებულია უფერულ ქერქლებად.
ყვავილები ზიგომორგულია, მარტოული ან თავთავისებრ, ზოგჯერ მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი, სურნელოვანი, კაშკაშა ფერისა.
ეფიტური ჯადვარისებრნი ტროპიკებშია გავრცელებული. მათი ღეროები გამსხვილებულია და ქმნის ე. წ. ფსევდობულბებს ან ტუბერიდიუმებს, რომლებშიც გროვდება წყალი და საკვები ნივთიერებები. საჰაერო ფესვებით ისინი ჰაერიდან შთანთქავენ ტენს.
ცნობილია ჯადვარისებრნთა ოჯახის 750-მდე გვარის 25 ათასამდე სახეობა (სხვა მონაცემებით 800-მდე გვარის 35 ათასი სახეობა). ჯადვარისებრნი გვხვდება ყველგან, პოლარული ოლქებისა და უდაბნოს გარდა. ბევრია ტროპიკებში. კავკასიაში ჯადვარისებრნი — 57 სახეობაა, საქართველოში — 45.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ივანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 524.