ხოსე მანუელ ბალმასედა
ხოსე მანუელ ბალმასედა | |
ჩილეს მე-11 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 სექტემბერი, 1886 – 29 აგვისტო, 1891 | |
წინამორბედი | დომინგო სანტა მარია |
მემკვიდრე | ხორხე მონტი |
დაბადებული | 19 ივლისი, 1840 სანტო-დომინგო, ჩილე |
გარდაცვლილი | 18 სექტემბერი, 1891 სანტიაგო, ჩილე |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალი |
ხელმოწერა |
ხოსე მანუელ ბალმასედა (ესპ. José Manuel Balmaceda; დ. 19 ივლისი, 1840, სანტო-დომინგო, ჩილე — გ. 18 სექტემბერი, 1891, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს პრეზიდენტი 1886–1891 წწ.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ის იყო თორმეტ და-ძმას შორის უფროსი. მისი მშობლები მდიდრები იყვნენ და მისი ადრეული წლები დაკავშირებული იყო ინდუსტრიებთან და აგრო საწარმოებთან. 1849 წელს შევიდა ფრანგი ბერების სკოლაში და კინაღამ სამღვდელოებას შეუერთდა. მოგვიანებით ის დაქორწინდა და ჰყავდა რვა შვილი.
1864 წელს ის გახდა მანუელ მონტის მდივანი, რომელიც იმ დროს ჩილეს მთავრობის წარმომადგენელი იყო ლიმაში, და დაბრუნების შემდეგ წარმოჩნდა ენატში როგორც დიდი ორატორი. 1868 წელს თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ჟურნალ "La Libertad"-ს (თავისუფლება) გამოშვება. მან ასევე გამოსცა ორი მონოგრაფია: "პოლიტიკური გადაწყვეტილება საარჩევნო თავისუფლების დროს" და "ეკლესია და სახელმწიფო". 1869 წელს შეურთდა "Club de la Reforma"-ს რომელიც გახდა ლიბერალური პარტიის ბაზა.
მისი რადიკალური პროგრამების წყალობით რამდენიმეჯერ აირჩიეს დეპუტატად: 1864-1867; 1870–1873; 1873–1876; 1876–1879; 1879-1882 წლებში. ანიბალ პინტოს პრეზიდენტობის პერიოდში ის მონაწილეობდა რამდენიმე დიპლომატიურ მისიაში და დიდი წვლილი მიუძღვის არგენტინის დარწმუნებაში რომ ის არ ჩრთულიყო წყნარი ოკეანის მეორე ომში 1878 წელს. დომინგო სანტა მარიას პრეზიდენტობის დროს ის ჯერ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო შემდგომ შინაგან საქმეთა მინისტრი. 25 ივნისს ის აირჩიეს როგორც ერთადერთი კანდიდატი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია, ჩილეს ეროვნულ კონგრესთან არსებული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2009-02-14 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
წინამორბედი: დომინგო სანტა მარია |
ჩილეს პრეზიდენტი 1886 - 1891 |
შემდეგი: ხორხე მონტი |