ჩილეს ლიბერალური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩილეს ლიბერალური პარტია (ესპ. Partido Liberal) წარმოადგენდა პიპილოსის მიერ 1849 წელს შექმნილ პოლიტიკური პარტიას. 1829 წლის ჩილეს სამოქალაქო ომში კონსერვატორების გამარჯვების შემდეგ, ლიბერალები გახდნენ კონსერვატიული პარტიის ძირითადი ოპოზიციური ძალა. ლიბერალური პარტიის ადრეულ წლებში, მათი ძირითადი მიზანი იყო ჩილეს 1833 წლის კონსტიტუციის ახალი კონსტიტუციით შეცვლა. არჩევნების გააყალბების გამო, 1861 წლამდე ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ არჩევნებში გამარჯვებას. ამ პერიოდში, ლიბერალური პარტიის ელემენტები ცდილობდნენ მთავრობის ჩამოგდებას, ეს მოხდა 1851 და 1859 წლების რევოლუციების დროს. ამ წარუმატებელ მცდელობებს ლიბერალების დიდი ნაწილის ქვეყნიდან გაძევება მოყვა. 1857 წელს ლიბერალებს გამოეყო ერთი ჯგუფი და შექმნეს რადიკალური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 1938 წლიდან 1952 წლამდე. თავიდან პარტია ატარებდა კლასიკური ლიბერალიზმის პოლიტიკას, მოგვიანებით კი გახდა მემარჯვენე პარტია.

1966 წელს პარტია შეურთდა მის ძველ მეტოქეს, კონსერვატიულ პარტიას და ჩამოაყალიბეს ნაციონალური პარტია რომელიც 1966-1973 წლებში არსებობდა.

პრეზიდენტობის კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოყვანილია იმ საპრეზიდენტო კანდიდატთა სია რომლებსაც ლიპერალური პარტია ან პიპილო უჭერდა მხარს. (ინფორმაცია შეგროვებულია ჩილელეს არჩევნების არქივიდან).