ჭინჭრაქა
იერსახე
ჭინჭრაქა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჭინჭრაქა რუსთავში | |||||||||
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Troglodytes troglodytes | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 103883277 | |||||||||
|
ჭინჭრაქა, ღობემძვრალა (ლათ. Troglodytes troglodytes) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეული სიგრძე 10-12 სმ, მასა 8-11 გ აღწევს. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ჩვეულებრივი მობინადრე ფრინველია, ვერტიკალურად გვხვდება ზღვის დონიდან 2100 მ-მდე. ბინადრობს ხშირ ბუჩქნარებში, ხევებისა და ხეობების პირას, ტყეში. ბურთივით მრგვალ ბუდეს იკეთებს ხავსისა და სხვა მცენარეებისაგან, აპრილში დებს 4-7 კვერცხს. ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება ობობებითა და წვრილი უხერხემლოებით, კენკრითა და მცენარეთა თესლით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 400.