ცაი ინ-ვენი
ცაი ინ-ვენი 蔡英文 | |
ტაივანის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 მაისი, 2016 |
ვიცე-პრეზიდენტი | ჩენ ჩიენ-ჯენი |
წინამორბედი | მა ინ-ცზიუ |
დემოკრატიული პროგრესული პარტიის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მაისი, 2014 – თანამდებობაზეა | |
წინამორბედი | სუ ცენგ-ჩანგი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მაისი, 2008 – 14 იანვარი, 2012 | |
წინამორბედი | ფრანკ შიე |
მემკვიდრე | კიკუ ჩენი |
ტაივანის ვიცე-პრემიერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 2006 – 21 მაისი, 2007 | |
პრემიერ-მინისტრი | სუ ცენგ-ჩანგი |
წინამორბედი | ვუ რონგ-ი |
მემკვიდრე | ჩიუ ლ-ჯენი |
დაბადებული | 31 აგვისტო, 1956 ტაიპეი, ტაივანი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პროგრესული პარტია |
განათლება | ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი |
რელიგია | ქრისტიანობა |
ცაი ინ-ვენი (ჩინ.: 蔡英文;დ. 31 აგვისტო 1956, ტაიპეი, ტაივანი) — ტაივანელი პოლიტიკოსი. ტაივანის პრეზიდენტი 2016 წლის 20 მაისიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1956 წელს. 1978 წელს დაასრულა ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული კოლეჯი. 1980 წელს კორნელის უნივერსიტეტში დაიცვა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1984 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიიღო დოქტორის ხარისხი. ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ტაიბეის უნივერსიტეტში დაიწყო სამართლის სწავლება.
1990-იან წლებში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომელიც ითვალისწინებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ტაივანის გაწევრიანებას. 2000-2004 წლებში იყო მატერიკულ ჩინეთთან კავშირის სამთავრობო მინისტრი. 2004-2006 წლებში საკანონმდებლო იუანის წევრია. 2006-2007 წლებში ტაივანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია. 2012 წელს დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში და გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობიდან.
2016 წლის იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 57,7 % და გახდა ტაივანის პირველი ქალი-პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა 2016 წლის 20 მაისს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებგვერდი დაარქივებული 2015-12-20 საიტზე Wayback Machine.
- ცაი ინ-ვენი Facebook-ზე