ცაი ინ-ვენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცაი ინ-ვენი
蔡英文
ცაი ინ-ვენი 蔡英文
ტაივანის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 მაისი, 2016
ვიცე-პრეზიდენტი  ჩენ ჩიენ-ჯენი
წინამორბედიმა ინ-ცზიუ

დემოკრატიული პროგრესული პარტიის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი, 2014 – თანამდებობაზეა
წინამორბედისუ ცენგ-ჩანგი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 2008 – 14 იანვარი, 2012
წინამორბედიფრანკ შიე
მემკვიდრეკიკუ ჩენი

ტაივანის ვიცე-პრემიერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი, 2006 – 21 მაისი, 2007
პრემიერ-მინისტრისუ ცენგ-ჩანგი
წინამორბედივუ რონგ-ი
მემკვიდრეჩიუ ლ-ჯენი

დაბადებული31 აგვისტო, 1956
ტაიპეი, ტაივანი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პროგრესული პარტია
განათლებატაივანის ეროვნული უნივერსიტეტი
რელიგიაქრისტიანობა

ცაი ინ-ვენი (ჩინ. 蔡英文;დ. 31 აგვისტო 1956, ტაიპეი, ტაივანი) — ტაივანელი პოლიტიკოსი. ტაივანის პრეზიდენტი 2016 წლის 20 მაისიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაი 2008 წელს

დაიბადა 1956 წელს. 1978 წელს დაასრულა ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული კოლეჯი. 1980 წელს კორნელის უნივერსიტეტში დაიცვა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1984 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიიღო დოქტორის ხარისხი. ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ტაიბეის უნივერსიტეტში დაიწყო სამართლის სწავლება.

1990-იან წლებში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომელიც ითვალისწინებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ტაივანის გაწევრიანებას. 2000-2004 წლებში იყო მატერიკულ ჩინეთთან კავშირის სამთავრობო მინისტრი. 2004-2006 წლებში საკანონმდებლო იუანის წევრია. 2006-2007 წლებში ტაივანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია. 2012 წელს დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში და გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობიდან.

2016 წლის იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 57,7 % და გახდა ტაივანის პირველი ქალი-პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა 2016 წლის 20 მაისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: