ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატი (ჩეხ.1. česká fotbalová liga) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ჩეხური კლუბებისთვის. წარმოადგენს ჩეხეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. სეზონი იწყება აგვისტოში და მთავრდება მაისში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 16 კლუბი. სეზონის ბოლოს, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ გუნდებს ანაცვლებს ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები.
ჩეხეთის ჩემპიონატი შეიქმნა 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის და მისი ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ. ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი პრაღის „სპარტა“ გახდა, რომელმაც 12-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია პლზენის „ვიქტორია“.