ჩანქაიას სასახლე
ჩანქაიას სასახლე | |
---|---|
Çankaya Köşkü | |
ჩანქაიას სასახლე 1935 წელს. | |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | სასახლე |
ქვეყანა | თურქეთი |
მდებარეობა | ჩანქაია, ანკარა, თურქეთი |
მისამართი | 06573 ვექალეთლერის გამზირი |
კოორდინატები | 39°53′21″ ჩ. გ. 32°51′52″ ა. გ. / 39.88917° ჩ. გ. 32.86444° ა. გ. |
მფლობელი | თურქეთის პრემიერ-მინისტრი |
ზღვის დონიდან | 1071 მ |
დაიწყო | 1932 |
განახლდა | 1985 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
ფართობი | 1,77 კმ² |
არქიტექტორ(ებ)ი | ვედათ თექი, სეიფი არქანი, ორჰან გენჩი, მუსტაფა აითორე, არიფ ჰიქმეთი |
საიტი | |
www.basbakanlik.gov.tr |
ჩანქაიას სასახლე (თურქ. Çankaya Köşkü) — თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია[1], 2014 წლამდე — თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია.[2] მდებარეობს ანკარის ჩანქაიას რაიონში. ჩანქაიას საპრეზიდენტო კომპლექსი[3] გადაჭიმულია 438 ჰექტარზე, მიწას უკავია თავისი უნიკალური ადგილი თურქეთის ისტორიაში. ჩანქაიას სასახლეში მდებარეობს ათათურქის მუზეუმი და ახალი საოფისე შენობები, მათ შორის სახელმწიფო სამეთვალყურეო საბჭოს ოფისი, არსებობს მისაღები დარბაზი და საპრესკონფერენციო დარბაზი. ასევე არსებობს სპორტული ობიექტები, სახანძრო სადგური, სასათბურე, ისევე როგორც პრეზიდენტის დაცვის ყაზარმები.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვებით, „ახალი თურქეთის“ კონცეფციაში იყო გათვალისწინებული, რომ ჩანქაიას სასახლე გახდებოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია. ხოლო თურქეთის პრეზიდენტი გადავა ახალ 300,000 კვადრატული მეტრიან საპრეზიდენტო კომპლექსში, რომელიც აშენდა ათათურქის ტყეში, ანკარაში.[4]
ადმინისტრაციული შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინა-ბეტონის შენობა, რომლის პროექტის არქიტექტორები იყვნენ მუსტაფა აითორე და ორჰან გენჩი, შედგება ორი განყოფილებისგან და სარდაფისგან. ერთ-ერთი განყოფილება არის გამოყოფილი დაცვის დირექტორატის გამოყენებისთვის და ერთიც — ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების თავმჯდომარის მიერ გამოყენებისთვის. იგი აიგო 1985 წელს, 3,546 მ² ფართობზე.
მომსახურების შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობა, რომლის საფუძველი ჩაიყარა 1983 წელს, დასრულდა შვიდი წლის შემდეგ, გამოყენება დაიწყეს 1993 წლის 29 ოქტომბერს. პროექტით, რომელიც მომზადდა არქიტექტორ მუსტაფა აითორეს და ორჰან გენჩის მიერ, მომსახურების შენობა გამოიყენება, როგორც სამუშაო ადგილი, ასევე აქ იმართება შეხვედრები და მიღებები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-03. ციტირების თარიღი: 2016-05-24.
- ↑ „Erdogan presidential palace cost soars for Turkey“.
- ↑ Presidency of the Republic of Turkey: Çankaya Presidential Campus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-19. ციტირების თარიღი: 2016-05-24.
- ↑ „Presidential residence to change after 91 years“. Hürriyet Daily News. September 3, 2014. ციტირების თარიღი: 2014-09-03.
|first=
-ს აკლია|last=
(დახმარება)