შინაარსზე გადასვლა

შალვა ხუციშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუციშვილი.
შალვა ხუციშვილი
დაბ. თარიღი 12 მარტი, 1921(1921-03-12)
გარდ. თარიღი 19 იანვარი, 1977(1977-01-19) (55 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი გორის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

შალვა ხუციშვილი (დ. 12 მარტი, 1921, სოფ. ხოვლე, კასპის რაიონი — გ. 19 იანვარი, 1977) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1969), დოცენტი (1972).

შალვა ხუციშვილი 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში, დაიჭრა და დაბრუნდა საქართველოში. 1945 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ეკონომ-გეოგრაფის სპეციალობით..[1]

მუშაობა დაიწყო კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს საშუალო სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1946 წელს სამუშაოდ გადმოვიდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი უფროს მასწავლებლად; 1949–51 წლებში პარალელურად მუშაობდა გორის პედაგოგიურ სასწავლებელში. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა საზოგადოება „ცოდნის“ ხაზით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1969 წელს თემაზე: „მეხილეობის განვითარების საფუძვლები შიდა ქართლში“.[1]

  • მოსავლიანი ვაშლის ბაღის მოვლა. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1973.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.