ქარიშხალასებრნი[1][2] (ლათ.Procellariidae) — ფრინველთაოჯახიქარიშხალასნაირთარიგისა. ზღვის ფრინველები არიან, ბინადრობენ მსოფლიოს ყველა ოკეანის სანაპიროებზე, განსაკუთრებით სამხრეთ პოლუსისკენ. მოიცავს 14 გვარის 88 სახეობას.[3] ყველაზე პატარა წარმომადგენელია პატარა ქარიშხალა (ლათ.Puffinus puffinus), რომლის სხეულის სიგძეა 25 სმ, ფრთის შლილი 60 სმ, ხოლო მასა 170 გ. ოჯახის უდიდესი წარმომადგენელი — გიგანტური ქარიშხალა ზომებით ალბატროსებს არ ჩამოუვარდება, მისი სხეულის სიგრძე 1 მ-მდე, ფრთის შლილი 2 მ-მდე და მასა 5 კგ-მდეა. ფერად თეთრი, ნაცრისფერი, შავი და ყავისფერი არიან. დებენ 1 კვერცხს. ინკუბაცია 40-60 დღე-ღამე გრძელდება. შედარებით მცირე ზომის სახეობები ფრენას 50 დღიდან იწყებენ, ხოლო მსხვილი სახეობები — 120 დღიდან. იკვებებიან უმთავრესად თევზით.