შინაარსზე გადასვლა

ქალხუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალხუ

ქალხუ, ქალახი — ძველი ქალაქი ასურეთში (ახლანდელი ნიმრუდი, ერაყი). მდინარე ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე. დააარსა სალმანასარ I-მა ძვ. წ. XIII საუკუნეში. დაახლოებით ძვ. წ. 612 წელს ჯერ მიდიელებმა დაარბიეს, მერე კი — სპარსელებმა. ამიერიდან იგი უმნიშვნელო პუნქტად დარჩა. 1845 წლიდან ქალხუს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ასურელ მეფეთა წარწერები (სალმანასარ III-ის შავი ობელისკი), არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები: ზიკურათი, ასურნასირფალ II-ისა და ასარხადონის ბრწყინვალე რელიეფებით.