სალმანასარ I
იერსახე
სალმანასარ I (ასურ. შულმანუაშარედუ) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 1280-ძვ. წ. 1260 წლებში.
მეფობის დასაწყისში დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო ურარტუს წინააღმდეგ. 3 დღეში დაამარცხა და დაიმორჩილა იგი. წარმატებით დალაშქრა უკვე დასუსტებული მითანი, გადასერა მისი ტერიტორია და მიადგა ევფრატზე მდებარე ქალაქ ქარხემიშს. მითანის ოლქები ასურეთს შეუერთა. დაამარცხა ბაბილონიც.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 694.