ქალხუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალხუ

ქალხუ, ქალახი — ძველი ქალაქი ასურეთში (ახლანდელი ნიმრუდი, ერაყი). მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე. დააარსა სალმანასარ I-მა ძვ. წ. XIII საუკუნეში. დაახლოებით ძვ. წ. 612 წელს ჯერ მიდიელებმა დაარბიეს, მერე კი — სპარსელებმა. ამიერიდან იგი უმნიშვნელო პუნქტად დარჩა. 1845 წლიდან ქალხუს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ასურელ მეფეთა წარწერები (სალმანასარ III-ის შავი ობელისკი), არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები: ზიკურათი, ასურნასირფალ II-ისა და ასარხადონის ბრწყინვალე რელიეფებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქალხუ&oldid=2449567“-დან