ფუტკრის მავნებლები
იერსახე
ფუტკრის მავნებლები — სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც იკვებებიან ფუტკრებით ან მათი ცხოველმოქმედების პროდუქტებით და ამით ზიანს აყენებენ საფუტკრე მეურნეობას. ფუტკრის მავლებლები იყოფა ორ ჯგუფად:
- პარაზიტები, რომლებიც ბინადრობენ ფუტკრის ოჯახში და იკვებებიან მისი პროდუქტებით.
- მტაცებლები, რომლებიც საფუტკრეში ან ფუტკრის საფრენ რაიონში არიან და თავს ესხმიან ფუტკრებს.
პარაზიტებს განეკუთვნება სხვადასხვა ჩრჩილი, ტკიპა, ხოჭო და სხვა, საგრძნობ ზარალს იწვევს ცვილის დიდი და პატარა ჩრჩილი, რომლებიც იკვებებიან ფიჭით.
მტაცებლებია სხვადასხვა ფრინველი, მწერები და სხვა. მაგალითად, ჭიანჭველა, რომელიც სკის ან სახურავის ქვეშ დაბუდდება, ხოლო შემდეგ შეიჭრება ფუტკრის ოჯახში და დიდი რაოდენობით თაფლს იტაცებს, ანადგურებს ახალგაზრდა ბარტყებს და ასუსტებს ოჯახს. განსაკუთრებით დიდ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას კვირიონი, რომელიც უამრავ ფუტკარს სპობს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მათეშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 433.