კვირიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვირიონი
ოქროსფერი კვირიონი (Merops apiaster)
ოქროსფერი კვირიონი (Merops apiaster)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Merops

კვირიონი (ლათ. Merops) — ფრინველთა ქვერიგი ყაპყაპისნაირთა რიგისა. შეიცავს 1 ოჯახის 7 გვარსა და 25 სახეობას. სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს, მასა 50 გ. აქვთ გრძელი, ქვემოთკენ ნისკარტი, მოკლე ფეხები. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მაგადასკარზე, ავსტრალიაში. საქართველოში ბუდობს ოქროსფერი კვირიონი (Merops apiaster) და მწვანე კვირიონი (Merops superciliosus) შემომფრენია. კვირიონები ბინადრობენ ღია ადგილებში. ბუდობენ კოლონიებად. დედალი დებს 6-8 კვერცხს, კრუხობს 18-20 დღე. იკვებებიან მწერებით, რომელსაც იჭერენ ჰაერში. ფუტკრების განადგურებით ზიანს აყენებენ მეფუტკრეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]