ცვილის დიდი ჩრჩილი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ცვილის დიდი ჩრჩილი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Galleria mellonella (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
|
ცვილის დიდი ჩრჩილი[1] (ლათ. Galleria mellonella) — პეპელა ალურების ოჯახისა. ფრთების შლილი 22–35 მმ-ია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. კვერცხებს დებს სკების ფიჭებზე ან საწყობებში. ჩრჩილის მუხლუხი იკვებება ცვილით, ფიჭებში ღრღნის გასასვლელებს, რომლებსაც წნავს ქსელებით; ფიჭა ფუტკრისათვის და ცვილის გამოდნობისათვის გამოუსადეგარი ხდება. განსაკუთრებულ ზიან აყენებს არეალის სამხრეთ ნაწილს. უპირატესად აზიანებს სუსტ ოჯახებს. საჭიროა, რომ ცარიელი ფიჭის ჩარჩოები შენახული იყოს ცივ და მშრალ ადგილზე. ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია ჩარჩოების შებოლვა გოგირდით.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ wax moth — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Восковая моль // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.