ფლორისტიკა
იერსახე
ფლორისტიკა — ბოტანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის და აღწერს მთელი დედამიწის ან მისი ცალკეული ნაწილის — რაიონის, რეგიონის თუ ქვეყნის და სხვათა ფლორას. ფლორისტული კვლევის პირველი ეტაპია ფლორის სახეობათა აღნუსხვა, ე. წ. ინვენტარიზაცია, შემდგომი — ფლორის გაანალიზება სტატისტიკურ-სისტემატიკურად, არეალოგიურად, ბიომორფულად და სხვა კვლევის ობიექტად შესაძლოა მივიჩნიოთ აგრეთვე ტყე, მდელო, უდაბნო და ა. შ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 347.