ფიცუილიამის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიცუილიამის მუზეუმი
52°12′01″ ჩ. გ. 0°07′09″ ა. გ. / 52.20027806° ჩ. გ. 0.11944389° ა. გ. / 52.20027806; 0.11944389
დაარსდა 1816 წელს
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა Cambridge[1]
ექსპონატი დაახლ. 600,000
ვიზიტორები 349,484 (2019)[2]
ოფიციალური საიტი http://www.fitzmuseum.cam.ac.uk/[1]
Map
წმინდა გემინიანუსი, სიმონ მარტინის პენტაპტიქიდან (დაახლ. 12841344)

ფიცუილიამის მუზეუმიკემბრიჯის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სიძველეების მუზეუმი. ის მდებარეობს ტრამპინგტონის ქუჩაზე, ფიცუილიამის ქუჩის მოპირდაპირედ, კემბრიჯის ცენტრში. მუზეუმი დაარსდა 1816 წელს რიჩარდ ფიც უილიამის, მე-7 ვიკონტი ფიც ვიილიამის (1745-1816) სურვილით და მოიცავს დასავლეთ ევროპაში სიძველეებისა და თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას. [3] მუზეუმის ექსპონატები ინახავს მსოფლიო ისტორიასა და ხელოვნებას ანტიკურობის ხანიდან დღემდე, კოლექციებში ნახევარ მილიონზე მეტი ნივთი და ნამუშევარია. [4] მუზეუმის საგანძური მოიცავს სხვადასხვა ცნობილი გამორჩეული მხატვრების ნამუშევრებს, მათ შორის: კლოდ მონეს, პაბლო პიკასოს, პეტერ პაულ რუბენსის, ვინსენტ ვან გოგის, რემბრანდტის, პოლ სეზანის, ვან დიკისა და კანალეტოს ნამუშევრებს. [5] საზოგადოებისთვის მუზეუმის მონახულება წლის ნებისმიერ დროს უფასოა. [6]

ფონდი და შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შესასვლელი დარბაზის ხედი

მუზეუმი დაარსდა 1816 წელს ბიბლიოთეკისა და რიჩარდ ფიც ვილიამის ხელოვნების კოლექციის მემკვიდრეობით. ანდერძში შედიოდა 100,000 ფუნტი სტერლინგი „რათა შეიქმნას კარგი მნიშვნელოვანი მუზეუმის საცავი“. ფიცუილიამის მუზეუმი ახლა დაახლოებით შეიცავს 500,000 -ზე მეტ ნივთს და არის გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი. [4] კოლექცია თავდაპირველად განთავსდა პერსეს სკოლის შენობაში თავისუფალი სკოლის შესახვევში. იგი 1842 წელს გადაიტანეს კემბრიჯის ცენტრალურ ძველ სკოლებში, სადაც იქამდე განთავსებული იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა .

"დამფუძნებლის შენობა" აშენდა 1837-1843 წლებში, გიორგი ბასევის დიზაინით, დასრულებული ჩარლზ რობერტ კოკერელის მიერ. ახალ შენობას საფუძველი ჩაუყარა ჟილბერტ აინსლიმ, 1837 წელს. მუზეუმი გაიხსნა 1848 წელს. ედუარდ მიდლტონ ბარის შესასვლელი დარბაზი დასრულდა 1875 წელს. 1912 წელს ჩარლზ ბრინსლი მარლეიმ უნივერსიტეტს გადასცა კიდევ ერთი დიდი ანდერძი, მათ შორის იყო 80,000 ფუნტი სტერლინგი და 84 ნახატი მისი პირადი კოლექციიდან. 1931 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთით მუზეუმს დაემატა ორი სართული, აღნიშნული გაფართოება დააფინანსა ქორტაულდის ოჯახმა. დაფინანსების შედეგად, მუზეუმის სივრცე გაფართოვდა, ხოლო მკვლევართა ჯგუფს ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ.[7]

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტინოეს ბიუსტი

მუზეუმს აქვს ხუთი განყოფილება: სიძველეები; გამოყენებითი ხელოვნება; მონეტები და მედლები; იშვიათი ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები; ეს ერთად მოიცავს ძველი ეგვიპტის, ნუბიის, საბერძნეთისა და რომის სიძველეებს, რომან-ეგვიპტურ ხელოვნებას, დასავლეთ აზიურ ექსპონატებს და კვიპროსის ხელოვნების ახალ გალერეას; ინგლისურ და ევროპულ ჭურჭელსა და მინას, ავეჯს, საათებს, აბჯარს, ჩინურ, იაპონურ და კორეულ ხელოვნებას, ხალიჩებსა და მონეტებს; მედლებს; ლიტერატურულ და მუსიკალურ ხელნაწერებს და იშვიათ ნაბეჭდ წიგნებს; მუზეუმში დაცულია ცნობილი მხატვრის ნახატები, მათ შორის სიმონ მარტინის, დომენიკო ვენესიანოს, ტიციანის, ვერონეზეს, პეტერ პაულ რუბენსის, ვან დიკის, ვან გოიენის, ფრანს ჰალსის, კანალეტოს, უილიამ ჰოუგართის, თომას გეინსბოროს, ჯონ კონსტებელის, კლოდ მონეს, ეგარ დეგას, პიერ ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და პაბლო პიკასოს და მე-20 საუკუნის მშვენიერ კოლექციას, მინიატურებს, ნახატებს, და ანაბეჭდებს. სიძველეთა კოლექციის საყურადღებო ნამუშევრებს შორის არის რელიეფი პერსეპოლისიდან . [8]

უილიამ ბლეიკის " უძველესი დღეების " ასლი, 1794 წელი

მუსიკალური ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში ასევე არსებობს XVI საუკუნის ელისაბედ პირველის მიერ შეგროვებული მუსიკის ხელნაწერების უდიდესი კოლექცია, რომელიც დაწერილია იმ დროის ყველაზე გამორჩეული კომპოზიტორების მიერ, ამ კომპოზიტორებს შორისაა უილიამ ბერდი, ექიმი ჯონ ბული, ორლანდო გიბონსი და თომას ტალისი.

ეგვიპტური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტური გალერეები ფიცვილიამის მუზეუმში 2006 წელს ხელახლა გაიხსნა, ორწლიანი, 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის პროგრამის განახლების და კვლევის შემდეგ. ეგვიპტური გალერეების განახლებამ მუზეუმს საშუალება მისცა რომ საზოგადოებისთვის მეტი ეგვიპტური სიძველე ეჩვენებინა, რომელიც იქამდე ფიცუილიამის მიწისქვეშა საცავეებში ინახებოდა. ეგვიპტური გალერეები მუზეუმის ყველაზე პოპულარულ ექსპონატებს შორისაა. ეს კოლექცია ვიზიტორებს საშუალებას აძლევს რომ ძველი ეგვიპტის ცხოვრების შესახებ მეტი რამ გაიგონ.

ნახატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს აქვს ნახატებისა და ესკიზების ფართო კოლექცია, მათ შორისაა მხატვრების, კლოდ მონეს, პიკასოს, რუბენსის, ვინსენტ ვან გოგის, პოლ სეზანის, ეგარ დეგას, რემბრანდტის, ვან დიკის, კანალეტოს, კონსტებლისა და პიერ ოგიუსტ რენუარის ნამუშევრები. მას ასევე აქვს უილიამ ტერნერის ნახატების ვრცელი კოლექცია, აღნიშნულ კოლექციას სათავე ჯონ რესკინმა 1861 წელს დაუდო, როდესაც მუზეუმს რენუარის 25 ნახატი გადასცა. [9] მოგვიანებით, სერ სიდნეი კოკერელმა, რომელიც იმ დროს მუზეუმის დირექტორი იყო, შეიძინა ტერნერის რვა ნახატი.

მუზეუმის პრერაფაელიტური ნახატების კოლექცია მოიცავს ფორდ მედოქს ბრაუნის 1855 წელს დახატულ ნახატს, ინგლისის უკანასკნელს, რომელიც ბრიტანეთში მე-8 უდიდეს ნახატადაა მიჩნეული.

მუზეუმში ბევრი ისეთი ნივთი ინახება რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯებს ეკუთვნის, მათ შორისაა იმპრესიონისტული ნახატების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც ეკუთვნის უნივერსიტეტის King's College-ს, აღნიშნული კოლექცია მოიცავს პოლ სეზანის მოტაცებას და ჟორჟ სერას კვირა დღის შუადღე კუნძულ ლა გრანდ ჯატში. მრავალჯერ გადასცეს მუზეუმს ნახატები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა და უბრალოდ დონორებმა, მაგალითად, ეკონომისტმა მაინარდ კეინსმა მუზეუმს გადასცა მისი პირადი კოლექცია, მათ შორის სეზანის ნახატი, ნატურმორტი ვაშლით, რომელიც მან 1918 წელს იყიდა. [10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 https://hedendaagsesieraden.nl/2022/02/06/the-fitzwilliam-museum/
  2. ALVA - Association of Leading Visitor Attractions. ციტირების თარიღი: 28 October 2020
  3. Review 'Fitzwilliam Museum': The best museum outside London?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 19 July 2019
  4. 4.0 4.1 Kennedy, Maev (4 February 2016). „Fitzwilliam museum in Cambridge celebrates its 200th birthday“. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 February 2019.Kennedy, Maev (4 February 2016).
  5. Collections Explorer – Object Detail (ANE.44.1927, id:8). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი 2021.
  6. Visit Us | The Fitzwilliam Museum. ციტირების თარიღი: 19 July 2019
  7. The University of Cambridge — The Fitzwilliam Museum, British History Online, UK.
  8. A Persepolis Relief in the Fitzwilliam Museum, Cambridge Richard Nicholls and Michael Roaf Iran, Vol. 15, (1977), pp. 146–152 Published by: British Institute of Persian Studies
  9. Fitzwilliam Museum collections. University of Cambridge (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-06. ციტირების თარიღი: 2021-09-18.
  10. „The curious tale of the economist and the Cezanne in the hedge“. 3 May 2014. ციტირების თარიღი: 7 February 2019.