უილიამ ჰოუგართი
| უილიამ ჰოუგართი | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 10 ნოემბერი 1697[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
| დაბადების ადგილი | ლონდონი[9] |
| გარდაიცვალა | 26 ოქტომბერი 1764[4] [6] [7] [8] (66 წლის) ან 25 ოქტომბერი 1764[5] (66 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[9] |
| მიმდინარეობა | ისტორიული ფერწერა და პორტრეტი |
უილიამ ჰოუგართი (ინგლ. William Hogarth; დ. 10 ნოემბერი, 1697, ლონდონი — გ. 26 ოქტომბერი, 1764, იქვე) — ინგლისელი ფერმწერი, გრაფიკოსი და ხელოვნების თეორეტიკოსი.
სწავლობდა გრავიორ ე. გეიმბლთან, ხოლო 1720 წლიდან — ჯ. თორნჰილის აკადემიაში, ლონდონში. 1743 წელს მუშაობდა ლონდონში და 1748 წელს იმოგზაურა საფრანგეთში. ჰოუგართს აღიარება მოუტანა სატირულმა სურათებმა და სპილენძზე შესრულებულმა გრავიურებმა (სერიები მეძავის კარიერა, 6 სურათი 1730–1731; მფლანგველის კარიერა, 8 სურათი 1732–1735 და სხვა.). სახეთა დემოკრატიულობით, ცხოვრებისეული ხასიათებით, რეალისტური მანერით გამოირჩევიან ჰოუგართის მიერ შესრულებული პორტრეტები (კაპიტანი ტ. კორემი, 1740, ავტოპორტრეტი, 1745; სილამაზის ანალიზი, 1753.
ჰოუგართის იდეებმა და ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა XVIII საუკუნის ევროპის კულტურაზე (ლ. სტერნი დიდ ბრიტანეთში, გ.ე. ლესინგი, გ.კ. ლიხტენბერგი გერმანიაში და სხვა.).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 690, თბ., 1987 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უილიამ ჰოუგართი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ William Hogarth
- ↑ William Hogarth — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
- ↑ 6.0 6.1 Lambiek Comiclopedia — Lambiek, 1999.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ 9.0 9.1 https://americanart.si.edu/artist/william-hogarth-6437