ფიორდლანდის ეროვნული პარკი
ფიორდლანდის ეროვნული პარკი
Fiordland National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | საუთლანდის რეგიონი |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 45°25′ ს. გ. 167°43′ ა. გ. / 45.417° ს. გ. 167.717° ა. გ. |
ფართობი | 12 500 კმ² |
დაარსდა | 1952 |
მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
ფიორდლანდის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. 12 500 კმ² ფართობით წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ ეროვნულ პარკსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის — ტე-ვაჰიპაუნამუს ნაწილს. მართავს ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამყინვარების პერიოდში, მყინვარებმა ბევრი ღრმა ფიორდი წარმოქმნა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია მილფორდ-საუნდი. სხვა დანარჩენს შორის აღსანიშნავია დაუტფულ-საუნდი და დასკი-საუნდი. პარკის ტერიტორიაზე აღმართულია მწვერვალი ასპაირინგი.
სანაპირო ზოლი ციცაბოა და გამოირჩევა ფიორდებით, რომლებიც სამხრეთ ალპების სამხრეთი კალთების ხეობებიდან იწყება. ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე 2 000 მეტრს აღწევს.
ველური ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკში გავრცელებული ველური ბუნების წარმომადგენლებს შორის არიან დელფინები, სელაპები და ფრინველები. ასევე თაგვების, ღამურების, კურდღლებისა და ირმების სახეობები. ფრინველებს შორის გამოირჩევა კაკაპო — ერთადერთი უფრთო თუთიყუში მსოფლიოში. ასევე ახალი ზელანდიის მკვიდრი კივი. წარმოდგენილია ნოტოფაგუსის ხეების უღრანი ტყეები.
საქმიანობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკი პოპულარულია ალპინიზმის სახეობებისა და განსაკუთრებით მოხეტიალეებს შორის. იგი მათ საკმაოდ ბევრ გამოწვევას სთავაზობს. გაყვანილია რამდენიმე ტრასა, თუმცა უდიდესი ნაწილი გზების გარეშე ხეტიალობს.
ტურისტების დიდ ნაწილს ასევე იზიდავს მილფორდ-საუნდი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
შესასვლელი
-
მწვერვალი შირდაუნი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Department of Conservation information on Fiordland National Park
- Fiordland Coastal Newsletter დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine.
|