აბელ ტასმანის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბელ ტასმანის ეროვნული პარკი

Abel Tasman National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ტასმანის რეგიონი
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
კოორდინატები 40°50′ ს. გ. 172°54′ ა. გ. / 40.833° ს. გ. 172.900° ა. გ. / -40.833; 172.900
ფართობი 225,3 კმ²
დაარსდა 1942
მმართველი ორგანო ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი

აბელ ტასმანის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთის კუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. შეიქმნა 1942 წელს, ორნითოლოგებისა და მწერალ პერინ მონკრიეფის დიდი ძალისხმევის შედეგად. 225,3 კმ² ფართობით იგი ახალი ზელანდიის უმცირესი ეროვნული პარკია. შედგება ტყიანი, ბორცვიანი ლანდშაფტისგან, რომელიც გადაშლილია მდინარე ტაკაკისა და რიუაკის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება გოლდენ-ბეი და ტასმანის უბე. სახელი ეწოდა აბელ ტასმანის პატივსაცემად, რომელიც 1642 წელს პირველი ევროპელი მკვლევარი გახდა, ვინც ახალ ზელანდიას ეწვია.

ეროვნული პარკი არ ვრცელდება სანაპირო წყლებზე, სადაც ცალკე ნაკრძალია შექმნილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]