კუკის მთის ეროვნული პარკი
| კუკის მთის ეროვნული პარკი
Aoraki/Mount Cook National Park | |
|---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
| მდებარეობა | სამხრეთი კუნძული |
| ქვეყანა | |
| კოორდინატები | 43°44′ ს. გ. 170°06′ ა. გ. / 43.733° ს. გ. 170.100° ა. გ. |
| ფართობი | 700 კმ² |
| დაარსდა | 1953 |
| მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
აორაკი/კუკის მთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ ტუიზელის მახლობლად. მის ტერიტორიაზე აღმართულია ახალი ზელანდიის უმაღლესი მწვერვალი — კუკის მთა. შეიქმნა 1953 წელს და მოიცავს ნაკრძალებს, რომლებიც 1887 წელზე ადრე დაარსდა როგორც მცენარეულობისა და ლანდშაფტის დაცული ტერიტორიები.[1]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკი 700 კმ²-ს მოიცავს, საიდანაც 40% მყინვარებს უჭირავს. მათგან აღსანიშნავია კუკის მთაზე მდებარე ტასმანის მყინვარი.[1] პარკის ტერიტორიაზე აღმართულია ახალი ზელანდიის 3000 მეტრ სიმაღლეზე მეტი 20 მწვერვალი.
მთავარი წყალგამყოფის გასწვრივ ესაზღვრება უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკი. ისინი ერთად აყალიბებენ ტე-ვაჰიპაუნამუს — თვალსაჩინო ბუნებრივი ღირებულებების მქონე არეალს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.[1]
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკში გავრცელებულია მცენარეთა 400-ზე მეტი და ფრინველთა 35-40 სახეობა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Aoraki/Mount Cook National Park. Department of Conservation. ციტირების თარიღი: 14 January 2012.
| |||||||||||