ფენობარბიტალი
ფენობარბიტალი იგივე როგორც ფენობარბიტონი ან ფენობარბი — ბარბიტურატების ტიპური წარმომადგენელი,მედიკამენტი რეკომენდებული არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ,როგორც ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის მკურნალობისთვის გამიზნულ საშუალებად განვითარებად ქვეყნებში.მედიკამენტი შეიძლება მიღებული იქნას,როგორც ინტრავენურად,ისევე როგორც შეყვანილი კუნთში,ან უშუალოდ ორალურად.ფენობარბიტალი ასევე გამოიყენება ძილის დარღვევების,შფოთვის სამკურნალოდ, ასევე ქირურგიაში.ჩვეულებრივად მედიკამენტი მოქმედებას იწყებს ხუთ წუთში როცა მედიკამენტი მიღებულია ინტრავენურად,ნახევარ საათში როცა მიღებულია ორალურად.მედიკამენტის მოქმედება გრძელდება ოთხი საათიდან ორ დღემდე.მედიკამენტის გვერდითი ეფექტები,ძირითადად არის ცნობიერების დონის დაწევა და სუნთქვის გაძნელება.ფენობარბიტალი ისევე,როგორც სხვა ბარბიტურატები მოქმედებს ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერის GABA(გამა-ამინობუტანმჟავა)-ს მოქმედების გააქტიურებით.ფენობარბიტალი აღმოჩენილი იქნა 1912 წელს და არის საკმაოდ გავრცელებული ანტი-ეპილეპსიური მედიკამენტი.
გადაჭარბებული დოზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფენობარბიტალის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მედიკამენტი იწვევს ადამიანის ცნს-ს(ცენტრალური ნერვული სისტემა)და პნს-ს(პერიფერიული ნერვული სისიტემა) დეპრესიას.
- მედიკამენტის დოზის გადაჭარბების ნათელი შედეგები არის ასევე:ბრადიკარდია,ბრადიპნოე,ჰიპოთერმია და ასევე ჰიპოტენზია(დოზის განსაკუთრებულად გადაჭარბების შემთხვევაში),გადაჭარბებული დოზისთვის ასევე დამახასიათებელი შედეგია პულმონური ედემა,და ასევე შოკი,რომელსაც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციების საგრძნობლად დაზიანება მოყვება თან,რაც შესაძლოა დამტავრდეს სიკვდილით.
- ენცეფალოგრამამ(ეეგ),ფენობარბიტალის გადაჭარბებული დოზით დიაგნოზდასმულ ადამიანში შეიძლება გამოავლინოს საგრძნობლად დაკლებული ელექტრული აქტივობა,რაც თავის მხრივ განპირობებულია ცნს-ს დეპრესიით,ჩვეულებრივად ეს შექცევადია და მისი მკურნალობა შესაძლებელია.
ფენობარბიტალის გადაჭარბებული დოზით გამოწვეული შედეგების მკურნალობა მიმდინარეობს უშუალოდ სიმპტომების გაქრობის გზით,და მოიცავს შემდეგ პროცედურებს:სასუნთქი გზების კორექცია(ენდოტრაქეალური ინტუბაცია,და მექანიკური ვენტილაცია),ბრადიკარდიის და ჰიპოტენზიის კორეექცია(ინტრავენური გადასხმები და ვასოპრესორები).დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სწრაფი რეაგირება:პაციენტს უნდა კუჭის ამორეცხვა,გამოყენებულ უნდა იქნას გააქტივებული ნახშირი,და უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზის პროცედურა).ბარბიტურატების კლასის ნებისმიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
მოქმედების მექანიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფენობარბიტალი არის ალოსტერიული მოდულატორი,რომელიც ახანგრძლივებს ქლორის იონის არხის ღია მდგომარეობას GABAAრეცეპტორთან(გამა ამინობუტანმჟავას იონოტროპული რეცეპტორი)ურთიერთქმედებით,ამის გამო ფენობარბიტალი იწვევს ქლორის იონის დინებას ნეირონში,რომელიც თავის მხრივ იწვევს პოსტ-სინაპსური უჯრედის აღგზნების განელებას,მემბრანის ჰიპერპოლარიზაციით არის გამოწვეული პოსტ-სინაპსური ნეირონის აღგზნების საერთო ასპექტების განელება.გლუტამატით გამოწვეული აღმგზნები სიგნალის მიმართული ბლოკადა ასევე მიიჩნევა ბარბიტურატების კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედების განმაპირობებელ ფაქტორად.
ვეტერინარული გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფენობარბიტალი, სურვილის მიხედვით ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ კატებში და ძაღლებში,ასევე როგორც დეპრესანტი საშუალება.ფენობარბიტალი ასევე გამოიყენება კრუნჩხვის სამკურნალოდ ცხენებში,ამშემთხვევაში ფენობარბიტალით მკურნალობა უფრო გამართლებულია ვიდრე ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ბარბიტურატის ტიპის მედიკამენტი სინთეზირებულ იქნა გერმანელი ქიმიკოსების ემილ ფიშერის და ჯოსეფ ფონ მერინგის მიერ 1902 წელს,რომლის სახელიც იყო ბარბიტალი,ხოლო ფენობარბიტალი ბაზარზე გამოჩნდა 1912 წელს მედიკამენტების კომპანია ბაიერის მიერ სავაჭრო სახელით ლუმინალი,ფენობარბიტალი ითვლებოდა ერთადერთ სედატიურ და ჰიპნოტიკურ საშუალებად ბენზოდიაზეპინამდე 1960 წლამდე.ფენობარბიტალი ითვლებოდა კარგ სედატიურ,ჰიპნოტიკურ და ძილის მაინდუცირებელ საშუალებად,მაგრამ ახალგაზრდა ექიმმა ალფრედ ჰაუმპტმანმა შეამჩნია რომ მედიკამენტს ასევე ჰქონდა კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებაც,როდესაც მან მედიკამენტი ტრანკვილიზატორად გამოიყენა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებთან,პაციენტებს კრუნჩხვები იშვიათად ან საერთოდ აღარ ემართებოდათ.ჰაუმპტმანი მრავალი ხნის განმავლობაში იკვლევდა მედიკამენტის თვისებებს,როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების,ის აქტიურად აწარმოებდა დაკვირვებებს პაციენტებზე,ყველა დაკვირვების ანალიზის შემდეგ ჰაუმპტმანი საბოლოოდ დარწმუნდა მედიკამენტის კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისებებში,მაგრამ ამავდროულად ის შეეჩეხა საინტერესო ფაქტს,რომ მედიკამენტის ხანგრძლივად მოხმარების შემდეგ ის იწვევდა ტოლერანტობას ადამიანის ორგანიზმში სხვა ანტიბიოტიკების და მედიკამენტების მიმართ.მედიკამენტი ამერიკის შეერთებული შტატებში გავრცელდა პირველი მსოფლიო ომის დროს როგორც კარგი კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საძილე საშუალება.1940 წელს გერმანელმა ნაცისტებმა მედიკამენტი გამოიყენეს 50 ინტელექტუალურად შეზღუდული ბავშვების დასახოცად,ლუმინალი გამოიყენებოდა ევთანაზიის პროგრამად ბავშვებში 1943 წლამდე.
სინთეზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარბიტურატის ტიპის მედიკამენტები მიღებულნი არიან, დიეთილ მალონატის და შარდოვანას წარმოებულების კონდენსაციით,ძლიერი ფუძის თანაობისას.ფენობარბიტალის სინთეზი შეიძლება პინერის რეაქციით,ბენზილ ციანიდის გამოყენებით,რომლის შედეგადაც მიიღება ფენილძმარმჟავა ეთილ ესტერი. ეს ესტერი კლაიზენის კონდენსაციის რეაქციით და დიეთილ ოქსალატით გვაძლევს ფენილოქსობუტან მჟავას,ამ ინტერმედიატის გაცხელებით ის მარტივად იშორებს ნახშირბადის მონოქსიდს და გვაძლევს დიეთილ ფენილმალონატს,და ეთილ ბრომიდთან რეაქციით გვაძლევს α-ფენილ- α-ეთილმალონმჟავას.საბოლოოდ შარდოვანასთან კონდენსაციით ვიღებთ ფენობარბიტალს:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Phenobarbital. Drug Information Portal. U.S. National Library of Medicine.