ფანჯი
ფანჯი | |
---|---|
ფანჯი | |
ქვეყანა |
ავღანეთი ტაჯიკეთი |
სათავე | 37°01′03″ ჩ. გ. 72°39′41″ ა. გ. / 37.01750° ჩ. გ. 72.66139° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2799 მ |
შესართავი |
ამუდარია 37°06′39″ ჩ. გ. 68°18′53″ ა. გ. / 37.11083° ჩ. გ. 68.31472° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 310 მ |
სიგრძე | 921 კმ |
აუზის ფართობი | 114 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1032 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ფანჯი ვიკისაწყობში |
ფანჯი — მდინარე ავღანეთსა და ტაჯიკეთში, ამუდარიის მარცხენა შემადგენელი. სიგრძე 921 კმ, აუზის ფართობი 114 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების პამირისა და ვახანდარიის შეერთების შედეგად სოფელ ქალა-ფანჯის სიახლოვეს. აქედან მდინარე დასავლეთისაკენ მიედინება და საზღვარს ქმნის ავღანეთსა და ტაჯიკეთს შორის. ქალაქ ხოროგის გავლის შემდეგ, ღებულობს მდინარე ბართანგის წყლებს. ამის შემდეგ, მდინარე ვახშის შეერთების ადგილამდე უხვევს სამხრეთ-დასავლეთისაკენ და შემდეგ წარმოქმნის ცენტრალური აზიის უდიდეს მდინარე ამუდარიას.[1]
მდინარე პამირი ზორქოლის ტბაში იღებს სათავეს. ფანჯი მიედინება ღრმა ხეობაში. მარჯვნიდან ერთვის მდინარეები: გუნტი, ბართანგი, იაზგულემი, ვანჩი და ქიზილსუ, ხოლო მარცხნიდან მდინარე ქოქჩა. მდინარე ფანჯი საზრდოობს თოვლისა და მყინვარის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში 1032 მ³/წმ. ზემოთში მკაცრი ზამთრის ფარგლებში იძგიფება. მდინარის რბილი წყალი სასმელად ვარგისი თვისებებით გამოირჩევა. საბჭოთა პერიოდში მდინარე ფანჯი სსრკ-სთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებდა ავღანეთის ომის დროს.[2]
მარჯვენა სანაპიროზეა ნაკრძალები დაშთი-ჯუმი და ვეფხვის ხევი. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაოსნოა შესართავიდან 118 კილომეტრზე. ნაწილობრივ მდინარე ფანჯის ხეობაში გადის პამირის ავტომაგისტრალი. მდინარეში იორხარის შეერთების ადგილას მდებარეობს ყიშლაღი იორხი. ფანჯის ნაპირზეა დასახლებული პუნქტები: ვარანგი, იშქაშიმი, ხოროგი, ფანჯი და სხვა.[2]
ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფანჯისა და ქოქჩის შეერთების ადგილას სოფელ შორთუღაის სიახლოვეს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჰარაპული დასახლება შორთუღაი А (ძვ. წ. 2200-2000) ფართობით 2,5 ჰა.
მდინარე ფანჯის ქვემოთში გადის ორზოლიანი ავღანეთ-ტაჯიკეთის საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძეა 672 მეტრი, ხოლო სიგანე 11,6 მეტრი. ტაჯიკეთის უახლოესი ქალაქია ნიჟნი-ფანჯი, ხოლო ავღანეთისა — შერხან-ბანდარი. ხიდი გაიხსნა 2007 წლის 26 აგვისტოს. ხიდის მშენებლობა დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.[3]
აღსანიშნავია, რომ 1946 წელს საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის დაიდო ხელშეკრულება მდინარის წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ავღანეთი წელიწადში იყენებდა 9 მილიონ მ³ წყალს. ამჟამად ავღანეთი მოიხმარს 2 მილიონ მ³ წყალს.[4]
მდინარე ფანჯის სახელწოდებას (ირანულად ხუთი) ჩვეულებრივ ხსიან როგორც მინიშნებას ხუთ შენაკადზე, რომელიც მდინარე ფანჯს წარმოქმნის. მაგრამ, რამეთუ შენაკადთა რაოდენობა ბევრად მეტია, სხვადასხვა განმმარტებლები ამ ხუთეულში სხვადასხვა მდინარეს უთითებენ. ასეთი ტიპის ახსნის ხელოვნურობა აშკარაა.[2]
უფრო მეტად დამაჯერებელი ჰიპოთეზის თანახმად, ამ უძველეს სახელწოდებაში, რომელიც ცნობილია V საუკუნიდან გამოიხატება ისმაილიზმის სიმბოლოში — „გაშლილი ხელი“; თქმულების თანახმად, ამგვარი რამ იყო გამოსახული ამ მდინარის შესართავში არსებულ კლდეზე.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაჯიკეთის რუკა დაარქივებული 2005-05-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის რუკა დაარქივებული 2008-12-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია — ფანჯი (რუსული)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 გეოგრაფიული ენციკლოპედია — ფანჯი (რუსული)
- ↑ Work on US-built Tajik-Afghan bridge to start in spring (ინგლისური)
- ↑ „Pyanj River Basin Project“. Asian Development Bank. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-19. ციტირების თარიღი: 2008-12-07. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|5=
(დახმარება)