ფადიკო გოგიტიძე
იერსახე
ფადიკო შაბანის ასული გოგიტიძე (დ. 1916, სოფ. ალამბარი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ოქტომბერი, 1940, ბათუმი) — პირველი ქართველი მფრინავი ქალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტუქტორად. დაიღუპა ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. 2013 წელს ბათუმის აეროპორტის შესასვლელთან გაიხსნა მისი ბიუსტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 63.