შინაარსზე გადასვლა

უოლესის კოლექცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უოლესის კოლექცია
ინგლ. The Wallace Collection
51°31′02″ ჩ. გ. 0°09′10″ დ. გ. / 51.51745389° ჩ. გ. 0.15302194° დ. გ. / 51.51745389; -0.15302194
დაარსდა 1897 წელს
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა უესტმინსტერი (ლონდონის ბორო)
ექსპონატი დაახ. 5,500 ნივთი
ვიზიტორები 419,020 (2016)
ოფიციალური საიტი http://www.wallacecollection.org და https://www.wallacecollection.org/[1]
Map

უოლესის კოლექცია — მუზეუმი ლონდონში, რომელიც იკავებს ჰერტფორდის სახლს მანჩესტერის მოედანზე, მარკეზეს ჰერტფორდში. მუზეუმს სახელი დაერქვა ინგლისელი კოლექციონისტის, სირ რიჩარდ უოლესის შემდეგ, რომელმაც მე-18 და მე-19 საუკუნეებში შექმნა ფართო კოლექცია. კოლექციაში წარმოდგენილია მე-15 – დან მე-19 საუკუნემდე შექმნილი სახვითი და დეკორატიული ხელოვნება, ასევე კოლექციაშია მე-18 საუკუნის ფრანგული ნახატების მნიშვნელოვანი ავეჯი იარაღითა და ჯავშნით, ფაიფური და ძველი ოსტატის ნახატები, რომლებიც განთავსებულია 25 გალერეაში. [2] ის ღიაა საზოგადოებისთვის და შესვლა უფასოა. [3]

მუზეუმი შეიქმნა 1897 წელს კერძო კოლექციისგან, რომელიც ძირითადად შექმნა რიჩარდ სეიმურ-კონვეიმ, ჰერტფორდის მეოთხე მარკიზამ (1800-1870), რომელმაც კოლექცია და სახლი მის უკანონო შვილს სერ რიჩარდ უოლესს (1818-1890) დაუტოვა, [4] მისმა ცოლმა ჯული ამელი შარლოტა კასტელნამ მთელი კოლექცია ერს უანდერძა. კოლექცია საზოგადოებისთვის გაიხსნა 1900 წელს, ჰერტფორდის სახლში და იქ რჩება დღემდე. ანდერძის პირობა იყო, რომ არცერთი ობიექტი არ უნდა გამოკლებოდა კოლექციას. 2019 წლის სექტემბერში მუზეუმის სამეურვეო საბჭომ გამოაცხადა, რომ მათ წარმატებით მიიღეს ორდენი ინგლისისა და უელსის საქველმოქმედო კომისიისგან, რამაც მათ საშუალება მისცა პირველად დაედოთ დროებითი სესხის ხელშეკრულებები.

გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებით მდიდარია ძველი რეჟიმის ნამუშევრებით, რომლებიც ძირითადად შეძენელია საფრანგეთის რევოლუციის დასრულების შემდგომ, მდიდარი ოჯახებისგან. უოლსის კოლექცია, Waddesdon Manor და სამეფო კოლექცია, მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც უდავოდ წარმოადგენს მე-18 საუკუნის ფრანგული დეკორატიული ხელოვნების უდიდეს, ყველაზე მნიშვნელოვან და შემორჩენილ კოლექციას მსოფლიოში, რომელსაც კონკურენციას საფრანგეთში უწევს ლუვრის, ვერსალის და მობილიერი ნაციონალის მუზეუმი. უოლესის კოლექცია არასამთავრობო უწყებრივი ორგანოა და მისი ამჟამინდელი დირექტორი არის ქსავიერ ბრეი. [5]

რიჩარდ უოლესის ფოტო, 1857 წელი

უოლესის კოლექცია არის მუზეუმი, რომელიც აჩვენებს ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც შეგროვდა მე-18 და მე -19 საუკუნეებში ბრიტანული არისტოკრატული ოჯახის ხუთი თაობის მიერ. მე-19 საუკუნეში ჰერტფორდის მარკიზები იყვნენ ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ დიდი ქონება ინგლისში, უელსსა და ირლანდიაში. პოლიტიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანი, მე-3 და მე-4 მარკიზის ოჯახის თაობა და სერ რიჩარდ უოლესი გახდნენ თავიანთი დროის წამყვანი ხელოვნების კოლექციონერები.

უოლესის კოლექცია, რომელიც მოიცავს დაახლოებით 5,500 ხელოვნების ნიმუშს, ბრიტანულ ერს 1897 წელს, ლედი უოლესმა უანდერძა. შემდეგ სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ეყიდა ჰერტფორდის სახლი, სადაც წარადგენდნენ უოლსის კოლექციას, მუზეუმად გაიხსნა 1900 წელს. მუზეუმის მთავარი სიძლიერე მე-18 საუკუნის ფრანგული ხელოვნებაა: ნახატები, ავეჯი, ფაიფური, ქანდაკება და ოქროს ყუთები და მე-16–19 საუკუნის მხატვრების ნახატები, მათ შორისაა: ტიციანი, ვან დიკი, რემბრანდტი, ფრანს ჰალსი, დიეგო ველასკესი, გეინსბორო და ეჟენ დელაკრუა. აქ ასევე ინახება იარაღისა და აბჯრის კოლექცია და შუა საუკუნეების და რენესანსის ნივთები. [6]

მე-16 და მე-17 საუკუნეების ჰერტფორდის სახლი იყო ედუარდ სეიმურის, ჰერტფორდის პირველი გრაფის (1539-1621) სახლი და მდებარეობდა სხვა ადგილას: უესტმინსტერში. მისმა მამამ ედუარდ სეისმურმა დაიწყო სახლის მშენებლობა, თუმცა ვერ მოესწრო მშენებლობის დასრულებას. ჰერტფორდის სახლი იყო ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ სერ რიჩარდი და ლედი უოლესი - ეს იყო ლონდონის აგარაკი, რომელიც პირველად აშენდა მე-18 საუკუნეში, თუმცა შემდეგ მრავალჯერ იცვალა სახე. იყო ჰერტფორდების ოჯახის საკუთრების ნაწილი, თუმცა უოლსების საცხოვრებლად გადმოსვლამდე, ამ სახლში იქამდე თითქმის არავინ ცხოვრობდა. სახლი ემსახურებოდა როგორც საფრანგეთის, ასევე ესპანეთის საელჩოს. 2000 წელს შიდა ეზოში რესტორანი გაიხსნა სახელწოდებით „კაფე ბაგატელი“.

ბილიარდის ოთახი
აღმოსავლური შეიარაღება
ევროპული შეიარაღება I

შესასვლელი დარბაზი შეიცავს უოლესის კოლექციის სამი ძირითადი დამფუძნებლის მარმარილოს ბიუსტებს: რიჩარდ სეიმურ-კონვეი, ჰერტფორდის მეოთხე მარკიზი (1800–70), მისი ვაჟიშვილი, სერ რიჩარდ უოლესი (1818–90) და ფოიეში, ლედი უოლესი, რომელმაც 1897 წელს ჰერტფორდის სახლის კოლექცია გადასცა ბრიტანელ ერს.

სახლის უკანა ოთახი დღეს ეძღვნება მეფე ლუი XV-ს (1715–74) და მადამ დე პომპადურს. დღეს აქ გამოფენილია უოლასის კოლექციის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი, როკოკოს სტილში. სერ რიჩარდ უოლესი თავის სიცოცხლეში ამ ოთახს სტუმრების გასართობად იყენებდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
  2. The Wallace Collection, London, United Kingdom – Museum Review.
  3. Wallace Collection.
  4. Jones, Jonathan (19 June 2018). „Sir Richard Wallace: The Collector review – glories from the age of global plunder“. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 July 2018.
  5. Bailey, Martin. (24 September 2019) Where there’s a will there’s a way: the Wallace Collection lifts loan restrictions. ციტირების თარიღი: 2021-04-26
  6. Cusk, Rachel. (3 June 2016) The Wallace Collection. ციტირების თარიღი: 2021-04-26