უესტმინსტერი (ლონდონის ბორო)
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
უესტმინსტერი Westminster | |||
უესტმინსტერის ხედი, გადაღებულია ტემზის სამხრეთ სანაპიროდან, 2013წ. | |||
| |||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||
დაქვემდებარება | ქალაქი | ||
რეგიონი | ლონდონი | ||
კოორდინატები | 51°29′51″ ჩ. გ. 0°08′14″ დ. გ. / 51.49750° ჩ. გ. 0.13722° დ. გ. | ||
მმართველი | Nickie Aiken | ||
დაარსდა | 1965, 1 აპრილი | ||
ფართობი | 21.48 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0 მ | ||
მოსახლეობა | 261 317 კაცი (2019) | ||
სიმჭიდროვე | 12 000 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC0 | ||
სატელეფონო კოდი | 020 | ||
საფოსტო ინდექსი | EC, NW, SW, W, WC | ||
ოფიციალური საიტი | westminster.gov.uk | ||
უესტმინსტერი (ინგლ. City of Westminster) — ბორო შიდა ლონდონში, რომელსაც ამავდროულად სიტის სტატუსი აქვს. ის მოიცავს დიდი ლონდონის ცენტრალურ არეალს, მათ შორის უესტ-ენდის უდიდეს ნაწილს. უესტმინსტერის ბორო მას შემდეგ შეიქმნა, რაც 1965 წელს დიდი ლონდონის საგრაფო ჩამოყალიბდა.
არაერთი დიდი პარკისა და ღია სივრცის მიუხედავად, უესტმინსტერის სიმჭიდროვე მაღალია. ლონდონის არაერთი ღირსშესანიშნაობა სწორედ აქ მდებარეობს, მათ შორის: სენტ-ჯეიმზის სასახლე, ბაკინგემის სასახლე, უესტმინსტერის სასახლე და დაუნინგ-სტრიტი 10.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უესტმინსტერის სამმართველოს საიტი
- Westminster, by Sir Walter Besant and Geraldine Edith Mitton and A. Murray Smith, 1902, from Project Gutenberg
- უესტმინსტერის სამმართველოს YouTube-ის არხი
- West End Extra ადგილობრივი გაზეთი