ტუშფა (თურქ.Tuşpa;სომხ.Տուշպա) — ძველი ქალაქი, ურარტუს სამეფოს დედაქალაქი მისი აყვავების პერიოდში. მდებარეობდა ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თანამედროვე ქალაქ ვანის დასავლეთით, ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[1] ქალაქის არქიტექტურის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ვანის კლდეები, სადაც მდებარეობდა ურარტუს მეფეების რეზიდენცია. რუსა II-ის (ძვ. წ. 685 - 645) მმართველობის პერიოდში დედაქალაქი გადატანილ იქნა რუსახინილში, ხოლო ტუშფა კვლავ ურარტუს ქალაქია, ძვ. წ. 590 წლამდე, მანამ სანამ ურარტუს გაანადგურებდნენ მიდიელები.