არგიშთიხინილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არგიშთიხინილის ნანგრევები.

არგიშთიხინილი — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურარტული ცენტრი სამხრეთ ამიერკავკასიაში, მდებარეობდა მდინარე არაქსის მარცხენა ნაპირზე. ახლანდელი სომხეთის არმავირიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ზე. ქალაქი დააარსა ურარტუს მეფე არგიშთი I-მა დაახლოებით ძვ. წ. VIII საუკუნის 70-იან წლებში დაპყრობილ აზაის ქვეყნის ტერიტორიაზე. ცნობა დაცულია არგიშთი I-ის მატიანეში. არგიშთიხინილის მიდამოებში აღმოჩენილი ურარტული ლურსმული წარწერები მოგვითხრობენ, რომ ურარტუს მეფეებს დაუპყრიათ არარატის ველი, აუგიათ ციხესიმაგრე, სასახლეები და ტაძრები, გაუყვანიათ არხები, გაუშენებიათ ბაღ-ვენახები. არგიშთიხინილი ურარტელთა მნიშვნელოვანი სამეურნეო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ამჟამად არგიშთიხინილის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია ბრინჯაოს, რკინისა და თიხის ნივთბი. ძვ. წ. IV საუკუნეში არგიშთიხინილის ადგილზე აშენდა ქალაქი არმავირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]