შინაარსზე გადასვლა

ტრაინერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სათევზაო ნიჩბებიანი ტრაინერას ილუსტრაცია.
ტრაინერებით შეჯიბრი, 2007 წ.
იალქნიანი ტრაინერა.
სპორტული ტრაინერა XX საუკუნის დასაწყისში.

ტრაინერა (ესპ. Trainera) — კანტაბრიის ზღვის სანაპიროებთან გავრცელებული ტრადიციული ნავი. ნავი მოძრაობაში ნიჩბებით მოდის, ადრეულ ხანაში აფრებსაც უმაგრებდნენ. ნავს აქვს ვიწრო ფორმა, ამობურცული ცხვირი და მომრგვალებული ბოლო. ნავის ფორმა მორგებულია კანტაბრიის ზღვის ტალღების წინააღმდეგ საცურაოდ. ნავი გამოიყენებოდა ანჩოუსის და სარდინების ხმელეთზე გადასაზიდად და ჰქონდა გარკვეული შეჯიბრის ფორმა ვინ უფრო მალე მიიტანდა თევზს ბაზარში. ამ ისტორიულ ტრადიციას დღეს სპორტული შეჯიბრის ფორმა აქვს.

ნავის დასახელება სხვა და სხვა ენებზე: ესპანურად - trainera, ბასუკრად - traineru (ასევე treineru, treñero ან triñero[1]), ფრანგულად - traînière და traiñeira, გალისიური - traíña[2] მომდინარეობს სიტყვა - traína-დან რაც სარდინებზე და ანჩოუსებზე სათევზაო ნაქსოვ ბადეს ნიშნავს,[3][4] რომელიც თავის მხრივ მომდინაეობს ლათინური trahĕre-დან (ტვირთის ამოწევა, ამოთრევა).[3]

ტრაინერებით შეჯიბრი პოპულარული სპორტია მთელი ბისკაიის ყურის სანაპიროზე. შეჯიბრებები ბასკების ქვეყანაში, კანტაბრიაში, ასტურიასა და გალისიაში ივლის-ოქტომბრის შუალედში ტარდება. მათში ყველაზე ცნობილია - კონტხაკო ბანდერა.[5]

  • Etxegoien, J. Orhipean, Xamar 1996
  • Kurlansky, M. The Basque History of the World, Vintage 2000

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. traineru. Orotariko Euskal Hiztegia. Euskaltzaindia. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
  2. Liga Galega de Traiñeiras Spanish, Galician (2012). ციტირების თარიღი: 2012-08-25.
  3. 3.0 3.1 Diccionario de la lengua española. Real Academia Española. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
  4. treina. Orotariko Euskal Hiztegia. Euskaltzaindia. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
  5. http://www.donostiasansebastian.com/regatas/