შინაარსზე გადასვლა

ანჩოუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანჩოუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ქაფშიასებრნი
გვარი:  ანჩოუსი
ლათინური სახელი
Engraulis (Cuvier, 1816)
სახეობები

ანჩოუსი (ლათ. Engraulis) — ჯოგური ზღვის თევზების გვარი ქაფშიასებრთა ოჯახისა. მათი ზომა არ აჭარბებს 15-20 სმ-ს. ქაშაყისებრთა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით ახასიათებთ დიდი პირი, მომრგვალებული დინგი, გრძელი ქვედა ყბა, მსხვილი თვალები და ქვირითის ელიფსური ფორმა. სხეული წაგრძელებული აქვთ, განივ კვეთში მრგვალი. მოიცავს 9 სახეობას, რომლებიც უმეტესწილად გავრცელებულია ყველა ოკეანის ტროპიკული და ზომიერი ზონის სანაპირო წყლებში; ჩვეულებრივ ესტუარებსა და მტკნარ წყლებშიც კი. ამ ჯოგური თევზების რაოდენობა ძალზე დიდია. იკვებებიან პლანქტონებით, თავის მხრივ, ანჩოუსით იკვებებიან მტაცებელი თევზები, ფრინველები, დელფინები და თავფეხიანი მოლუსკები. თევზის რეწვაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებენ, ამასთან დაახლოებით 80 % პერუს ანჩოუსზე მოდის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]