ბასკების ქვეყანა
იერსახე
| ბასკების ქვეყანა Euskal Herria |
|||||
|---|---|---|---|---|---|
| დედაქალაქი | არ აქვს | ||||
| უდიდესი ქალაქი | ბილბაო | ||||
| ოფიციალური ენა | ბასკური, ესპანური, ფრანგული | ||||
| ფართობი | |||||
| - | სულ | 20 947 კმ2 | |||
| მოსახლეობა | |||||
| - | 2007 აღწერა | 3 005 600 | |||
ბასკების ქვეყანა, ბასკონია (ბასკ. Euskal Herria) — ეროვნული ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ბისკაის ყურის სანაპიროზე. ძირითადად მოიცავს ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ნავარის და ბასკეთის ავტონომიურ რეგიონებს, ასევე საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ატლანტური პირენეების დეპარტამენტის ნაწილს. მთავარი ქალაქი და ნავსადგური — ბილბაო. ბასკების ქვეყანას უკავია პირენეის მთიანეთის დასავლეთი ნაწილი, კანტაბრიის მთების დადაბლებული აღმოსავლეთი ნაწილი და ბისკაიის ყურის ბორცვიანი სანაპირო. ჰავა - ზომიერი ზღვიური. ფართოფოთლიანი ტყეები.
- ეროვნული დღესასწაული — 28 მარტი, Aberri Eguna („სამშობლოს დღე“).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 222—223.
