ტოლიმის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
ტოლიმის დეპარტამენტი
Departamento del Tolima
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი იბაგე
კოორდინატები 4°03′00″ ჩ. გ. 75°15′00″ დ. გ. / 4.05000° ჩ. გ. 75.25000° დ. გ. / 4.05000; -75.25000
დაარსდა 1886
ფართობი 23 562 კმ²
მოსახლეობა 1 400 203[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 59 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი tolima.gov.co

ტოლიმა (ესპ. Departamento del Tolima) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ანდების რეგიონში, ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება კალდასის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — კუნდინამარკის დეპარტამენტი, სამხრეთით — უილის დეპარტამენტი, დასავლეთით კი კაუკის, ვალიე-დელ-კაუკის, კინდიოსა და რისარალდის დეპარტამენტები. ფართობი 23 562 კმ²-ს შეადგენს. დედაქალაქია იბაგე. დეპარტამენტი შეიქმნა 1861 წელს, კუნდინამარკის ტერიტორიის ნაწილის ხარჯზე.

კოლუმბამდელ ხანაში ტოლიმის ტერიტორიაზე პიხაოს ხალხი სახლობდა. სახელწოდებაც მათი ენიდან მოდის და „დათოვლილს“ ნიშნავს. რეგიონის ესპანური კოლონიზაცია 1537 წელს სებასტიან დე ბალალკასარმა დაიწყო.

ტოლომის ეკონომიკა სოფლის მეურნეობას ეფუძნება.

დეპარტამენტი 47 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.